კაბენის მონასტერი (ახალგორის მუნიციპალიტეტი)
თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი
კაბენის მონასტერი — IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მონასტერი ახალგორის მუნიციპალიტეტში სოფელ ყანჩავეთის მახლობლად. XIII საუკუნეში საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. განირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. თავდაპირველად „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის გუმბათოვანი ნაგებობა ყოფილა, უძველეს ფენას მიეკუთვნება რვაწახნაგა ყელზე აღმართული გუმბათი, ნალისებრი ფორმის აფსიდი, 4 გუმბათქვეშა თაღი და საყრდენების ნაწილი. საშენ მასალად გამოყენებულია თეთრი, ნასვრეტებიანი ტუფი (კონსტრუქციულ ელემენტებში) და რიყის ქვა. კვადრატიდან წრეზე გადასვლა ხდება ტრომპებით. გუმბათსა და გუმბათის ყელზე შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები, რომლებიც, საღებავებით შესრულებული სამხრეთ ფასადის წარწერაში მოხსენებულ პირთა მიხედვით, IX საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება. 1908 წლისთვის მონასტერი დანგრეული იყო. მონასტერში ინახებოდა ყანჩავეთის ტყავის სახარება.[1]
2006 წლის 7 ნოემბერს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[2].
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 293.
- Меписашвили Р. С., Цинцадзе В. Г., Архитектура нагорной части исторической провинции Грузии - Шида-Картли, Тб., 1975;
- Чубинашвили Г. Н., Архитектурные памятники VIII и IX веков в Ксанском ущелье, «ქართული ხელოვნება», 1942, ტ. 1;
სქოლიო
- ↑ თაყაიშვილი ე., „ყანჩაეთის სახარება“ // ძველი საქართველო, ტ. I, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, 1909. — გვ. 61-74.
- ↑ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted