შინაარსზე გადასვლა

კამპილობაქტერ ჯეჯუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კამპილობაქტერ ჯეჯუნი
ესკიზის შექმნის შეცდომა:
კამპილობაქტერ ჯეჯუნი
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ბაქტერიები
ტიპი:  პროტეობაქტერია
კლასი:  ეპსილონპროტეობაქტერია
რიგი:  კამპილობაქტერისნაირნი
ოჯახი:  კამპილობაქტერისებრნი
გვარი:  კამპილობაქტერია
სახეობა:  კ. ჯეჯუნი
ლათინური სახელი
Campylobacter jejuni
დაცვის სტატუსი
<templatestyles src="თარგი:Comment/styles.css" /><span class="ts-comment-commentedText" title="Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted">სტატუსი არ არის მითითებული
ძიება IUCN-ის ვებ-გვერდზე: ???

კამპილობაქტერ ჯეჯუნი (Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted) — კვებითი მოწამვლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. კამპილობაქტერ ჯეჯუნით დაავადების შემთხვევათა უმრავლესობა ვლინდება არა როგორც ეპიდემიის, არამედ ცალკეული დაავადების სახით.[1] აშშ კვებითი წარმოშობის დაავადებათა აქტიური ზედამხედველობის ქსელის FoodNet მონაცემებით, კამპილობაქტერიოზის დიაგნოზით ყოველწლიურად დასტურდება მოწამვლის დაახლოებით 14 შემთხვევა ყოველ 100,000 აშშ მოსახლეზე[2]. ევროპის სურსათის უვნებლობის სამსახურის მონაცემებით 2011 წელს ევროკავშირში დაფიქსირდა კამპილობაქტერიოზის დაახლ. 9 მლნ შემთხვევა.[3] კამპილობაქტერ ჯეჯუნი მიეკუთვნება კამპილობაქტერიების გვარის ბაქტერიებს და გავრცელებულია მთელი მსოფლიოს მასშტაბით. სახელი ნიშნავს „მოხრილ ჩხირს“, ბერძნული campylos (მოხრილი) და baktron (ჩხირი). აღსანიშნავია, რომ კამპილობაქტერიების გვარი საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს ერთმანეთისგან განსხვავებული მეტაბოლიზმის და გენეტიკური თვისებების მქონე სახეობებს. მათგან კ. ჯეჯუნი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახეობაა, როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით[4].

კამპილობაქტერ ჯეჯუნი ხშირად გვხვდება ცხოველთა ფეკალურ მასებში. იგი მცირე სპირალისებრი გრამ-უარყოფითი [5] ჩხირია, არ წარმოქმნის სპორებს, არ ახასიათებს გლუკოზის ფერმენტაცია. მოძრაობს ერთ პოლუსზე მიმაგრებული [6] შოლტით, სპირალისებურად. ახასიათებს დადებითი რეაქცია ოქსიდაზას მიმართ. იზრდება 37 - 42 °C ტემპერატურაზე[7][8][9][10]. არის მიკროაეროფილური — ოპტიმალური ზრდისთვის ესაჭიროება ჟანგბადის 5%-მდე შემცირებული რაოდენობა, ნახშირორჟანგის 10% და აზოტის 85% შემცველობის გარემო.[11][12] ატმოსფერული ჟანგბადის და ანტიბიოტიკების ზემოქმედებისას შეიძლება მიიღოს კოკური (სფერული) ფორმაც.

ამ სახეობის პათოგენური ბაქტერიებით მოწამვლა ადამიანის გასტროენტერიტის[13] გამომწვევი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მსოფლიოში.

კამპილობაქტერ ჯეჯუნით გამოწვეულ კვებით მოწამვლას ახასიათებს მწვავე სიმპტომები, მაგრამ იშვიათად არის სიცოცხლისათვის საშიში. თუმცა, ინფექციის იშვიათი გართულებაა გილიან-ბარის სინდრომი, რომელიც, როგორც წესი, ვითარდება პირველადი დაავადებიდან 2-3 კვირის შემდეგ. გილიან-ბარის სინდრომი მწვავე აუტოიმუნური დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ნეირონების მიელინური შალითა, რაც იწვევს კუნთოვანი ქსოვილის დამბლას. კამპილობაქტერ ჯეჯუნით დაავადებულ პაციენტებში ამ სინდრომის განვითარების ალბათობაა 0.3% ყოველ 1000 ინფიცირებულზე, რაც დაახლოებით 100-ჯერ უფრო ხშირია, ვიდრე ჩვეულებრივ მოსახლეობაში.[14]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Foodsafety.gov. Campylobacter en-us. ციტირების თარიღი: 2016-04-18
  2. Food Safety: Campylobacter. U.S. Centers for Disease Control and Prevention. ციტირების თარიღი: 2016-04-18
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  4. Campylobacter jejuni | Campylobacter Food Poisoning. ციტირების თარიღი: 2016-04-18
  5. http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=12&t=14707
  6. https://www.youtube.com/watch?v=v1NnMmw8v80
  7. (2004) Sherris Medical Microbiology, 4th, McGraw Hill. ISBN 0-8385-8529-9Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  8. Online Bacteriological Analytical Manual, Chapter 7: Campylobacter. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-30. ციტირების თარიღი: 2017-05-21.
  9. (2001) რედ. Gorbach, Sherwood L.: The 5 minute infectious diseases consult, 1st, Lippincott Williams & Wilkins. ISBN 0-683-30736-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Multiple Campylobacter Genomes Sequenced (2005-01-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2004-04-05. ციტირების თარიღი: 2007-07-27.
  10. Perez-Perez, Guillermo I.; Blaser, Martin J. (1996-01-01). Campylobacter and Helicobacter, 4th, Galveston (TX): University of Texas Medical Branch at Galveston. ISBN 0963117211Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. 
  11. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-11-05. ციტირების თარიღი: 2017-05-21.
  12. https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC5130347/
  13. http://higia.ge/ka/healthDetailed/95/323/323[მკვდარი ბმული]
  14. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted