კარომამა I
იერსახე
კარომამა იეროგლიფებში |
<hiero><-kA*Z1:r-r:a-M:Z1:a-></hiero> |
კარომამა I — ძველი ეგვიპტის XXII დინასტიის დედოფალი. ოსორკონ II-ის მეუღლე. სავარაუდოდ, უნდა ყოფილიყო ფარაონ ტაკელოტ I-ის ქალიშვილი. ოსორკონ II-ის სამი ცოლიდან ერთ-ერთი. კარომამა იყო 2 ბიჭისა და 3 ქალიშვილის დედა:
- პრინცი შეშონქი
- პრინცი ჰორნახტე
- პრინცესა ტაშახეპერი
- პრინცესა კარომამა
- პრინცესა [ტა?]იირმერი
ფარაონი ოსორკონ II მრავალ შენობებს აგებდა, მათ შორისაა წითელი გრანიტის დარბაზი, რომლის კედლებსაც ამშვენებს მისი და დედოფალ კარომამას გამოსახულებები. დედოფალი კარომამა იყო მეფის ასული, თუმცა გარკვეველია მისი მამის ვინაობა.