შინაარსზე გადასვლა

კერმადეკის კუნძულები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კერმადეკის კუნძულები
მშობ. სახელი: ინგლ. Kermadec Islands

კერმადეკის კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა წყნარი ოკეანე
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კუნძულთა რაოდენობა 4 და რამდენიმე კლდე
მთავარი კუნძული რაულის კუნძული
ფართობი 33 კმ²
უმაღლესი წერტილი 516 მ
ახალი ზელანდიის დროშა ახალი ზელანდია
გარე კუნძულები
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2010)

კერმადეკის კუნძულები (ინგლ. Kermadec Islands) — კუნძულოვანი რკალი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში. კუნძულებს სახელი დაერქვა ფრანგი ზღვაოსნის იუონ დე კერმადეკის პატივსაცემად[1]. 1934 წლიდან კუნძულები ბუნების ნაკრძალია.

გეოგრაფია

ფაილი:Raoul Island, New Zealand (STS008-36-1403, cropped rotated).jpg
რაულის კუნძულის ხედი კოსმოსიდან.

კუნძულები მდებარეობს 800—1000 კმ-ში ჩრდილო-აღმოსავლეთით ახალი ზელანდიის ჩრდილოეთი კუნძულიდან და 1100 კმ-ზე უფრო მეტი მანძილით სამხრეთ-დასავლეთით ტონგის კუნძულ ატადან.

კუნძულს დასავლეთიდან ეკვრის ფიჯის ზღვა, აღმოსავლეთით მდებარეობს ღრმა კერმადეკის ღარი.

კერმადეკის კუნძულების ფართობია — დაახლოებით 33 კმ²[2]. შემადგენლობა — 4 კუნძული და რამდენიმე კლდე:

  • რაულის კუნძული (Raoul Island): კოორდინატები — Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, ფართობი — 29,38 კმ², უმაღლესი წერტილი — პიკი მუმუკაი (Moumoukai peak) — 516 მ.
  • მაკოლის კუნძული (Macauley Island): კოორდინატები — Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, ფართობი — 3,06 კმ², უმაღლესი წერტილი — მთა ჰაზარდი (Mount Haszard) — 238 მ.
  • კერტისის კუნძული (Curtis Island): კოორდინატები — Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, ფართობი — 0,59 კმ², უმაღლესი წერტილი — 137 მ.
  • ნუგენტის კუნძული (Nugent Island): კოორდინატები — Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
    • კლდე ლ'ესპერანსი (L'Esperance Rock): კოორდინატები — Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, ფართობი — 0,05 კმ², უმაღლესი წერტილი — 70 მ.
    • კლდე მაკდონალდი (Macdonald Rock): კოორდინატები — Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.[3]
    • კლდე ავრი (L'Havre Rock): კოორდინატები — Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.

კუნძულები დაფარულია ტროპიკული და სუბტროპიკული ტყეებით[4], ზოგიერთი სახეობა ენდემურია (ლათ. Metrosideros kermadecensis, ლათ. Myrsine kermadecensis), გავრცელებულია ლათ. Rhopalostylis sapida. კუნძულებზე — ზღვის ფრინველების დიდი კოლონიებია.

კლიმატი კუნძულებზე ტროპიკული ან სუბტროპიკულია. ტემპერატურა თებერვალში — +23 °C, აგვისტოში — +16 °C.

ადმინისტრაციული დაყოფა

კუნძულების ეს ჯგუფი ითვლება ახალი ზელანდიის გარე კუნძულებად და ახალი ზელანდიის ტერიტორიას წარმოადგენს, მაგრამ ის არ ითვლება რომელიმე რეგიონის ან ოლწის ნაწილად, ის იმყოფება სპეციალური ორგანოს — ინგლ. Area Outside Territorial Authority უშუალო მართვის ქვეშ.

მოსახლეობა

1934 წლამდე დასახლებული იყო პოლინეზიელებით და XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებზე ცხოვრობდა 8 ათასამდე ადამიანი. დღეისათვის კუნძულების მოსახლეობა შედგება მხოლოდ რაულის კუნძულზე არსებული სადგურის მეცნიერთა პერსონალისაგან.

სქოლიო

  1. იუონ დე კერმადეკი
  2. Kermadec Islands Marine Reserve (ინგლისური)
  3. Chart NZ 2225 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted, Hydrographic Office, Royal New Zealand Navy, 1994. Accessed 2007-05-07.
  4. «Terrestrial Ecoregions — Kermadec Islands subtropical moist forests (OC0107)», worldwildlife.org

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted