შინაარსზე გადასვლა

კვარტბლოკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფაილი:Stamp Israel 1948-3mil yellow.jpg
კუთხის კვარტბლოკი, ისრაელი, 1948.

კვარტბლოკი (ლათ. quartus, ოთხიანი + ბლოკი) — ფილატელისტურ საკოლექციო ერთეული, რომელიც წარმოადგენს ოთხი ერთნაირიმარკის ორ რიგად და ორ მწკირვად (2×2) განლაგებული გადაბმას. კვარტბლოკი შეიძლება განვიხილოთ, როგორც ბლოკი ველების გარეშე ან როგორც ფურცლის ნაწილი. კვარტბლოკი შეიძლება დეფისით იყოს დაწერილი — კვარტ-ბლოკი. კვარტბლოკისა და მისი ანალოგებისათვის დამახასიათებელია კიდეებზე სტამბიდან შეძენილი ნიშნები (საბეჭდი ფირფიტის ნომრების ან სეიების აღმნიშვნელი ციფრები, ასოები და ა.შ.). ასეთ გადაბმებს ინგლისურ ენაზე (ინგლ. plate block) ანუ სტამბის ბლოკი ეწოდებათ.

აღწერა

ფაილი:Block US 1952 newspaperboy.jpg
კუთხის კვარტბლოკი, აშშ, 1952, სკოტი#1015
ფაილი:Stamp US 1895 2c type 3 plate strip.jpg
კიდიანი სამმარკა ბლოკი, აშშ, 1895.
ფაილი:1902 vertwmk 7r nh.jpg
სტანდარტული მარკის უკიდო კვარტბლოკი, რუსეთი,1902

მარკების განლაგების მიხედვით კვარტბლოკი შეიძლება იყოს:

  • კუთხის, ბლოკი ამოღებულია ფურცლის კუთხიდან და ორი მხრიდან აქვს ფურცლის კიდეები შერჩენილი (იხ. სურათი). აქედან გამომდინარე, ერთი ფურცლიდან შესაძლებელია გამოვიდეს 4 კვარტბლოკი.
  • კიდიანი, ბლოკის მხოლოდ ერთ მხარეზე ფურცლის კიდე შერჩენილი[1].
  • უკიდო, ბლოკს არც ერთ მხარეზე არ აქვს ფურცლის კიდე.

ანალოგები

კვარტბლოკის ანალოგებია:

  • სამმარკა ბლოკი — 3 მარკიანო ბლოკი (ერთ რიგად განლაგებული მარკებით);
  • ექვსმარკა ბლოკი — 6 მარკიანი ფურცელი (2×3 მარკების განლაგებით);
  • რვამარკა ბლოკი — 8 მარკიანი ფურცელი (4×4 მარკების განლაგებით);
  • ცხრამარკა ბლოკი — 9 მარკიანი ფურცელი (3×3 მარკების განლაგებით);
  • ათმარკა ბლოკი — 10 მარკიანი ფურცელი (2×5 მარკების განლაგებით) და ა.შ.

კოლექცია

კვარტბლოკი გავრცელებული ფილატელისტური ფორმაა. ფილატელისტები მას განიხილავენ, როგორც ცალკე ფილატელისტურ ერთეულს. ერთი ფურცლისაგან მიღებული კვარტბლოკები შეიძლება განსხვავებულად საინტერესო იყოს კოლექციონერისათვის, მაგალითად, ფურცლის კიდეზე შეიძლება განთავსებული იყოს ფილიგრანი, საფოსტო, ტექნიკური ან ტიპოგრაფიული წარწერა ან რაიმე აღნიშვნა

ფილატელისტების ინტერესი კვარტბლოკისადმი განპირობებულია შემდეგით:

  • კვარტბლოკი ყველაზე მცირე ზომის ფურცელია
  • კარგად ჩანს დაკბილვის ან პერფორაციის თავისებურება
  • მარკის ნამდვილობის დადასტურების პრაქტიკულად 100%-იანი გარანტია არსებობს

მხატვრული ლიტერატურა

„ვარდისფერი მერკურის“ იშვიათი კვარტბლოკის შესახებ ნაამბობია ჩეხოსლოვაკიელი მწერლის ფ. ლანგერის (1888—1965) ამავე სახელწოდების წიგნში.[2].

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

სქოლიო

  1. «Большой филателистический словарь», с полем (1988).
  2. Лангер Ф. Розовый Меркурий. О чём рассказали марки. 1969. с.224 Кварт-блок розовых Меркуриев

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted