შინაარსზე გადასვლა

კლუანის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კლუანის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა იუკონი, კანადა
ფართობი 22,013 კმ²
დაარსდა 1976

კლუანის ეროვნული პარკი (ინგლ. Kluane National Park and Reserve, ფრანგ. Parc national et réserve de parc national de Kluane)  — მდებარეობს კანადის დასავლეთ ნაწილში, იუკონის ტერიტორიის, ბრიტანეთის კოლუმბიის და ალასკის ადმინისტრაციულ საზღვარზე. კლაუნის ეროვნული პარკის ფართობი შეადგენს 22 ათას კმ²-ს. აქ მდებარეობს კანადის უმაღლესი მწვერვალი ლოგანი (5,959 მ), პარკის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მთიან რელიეფს უკავია.

დაცული ტერიტორია შეიქმნა 1976 წელს. კლუანის ეროვნული პარკი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 72
ინგლ.რუს.ფრ.

თარგი:კანადის ეროვნული პარკები