შინაარსზე გადასვლა

კოგბეტლიევის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კოგბეტლიევის სახლი
რუს. Дом Когбетлиева
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
კოორდინატები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მდებარეობა დონის როსტოვი
არქიტექტორი ნიკოლაი დურბახი
ტიპი ეკლექტიკა
გახსნის თარიღი 1912
ესკიზის შექმნის შეცდომა:  რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

კოგბეტლიევის სახლი (რუს. Дом Когбетлиева) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობს თავისუფლების მოედანზე. აგებულია 1912 წელს ნიკოლაი დურბახის პროექტის მიხედვით. შენობას აქვს ისტორიისა და კულტურის ძეგლის სტატუსი.

მისამართი: დონის როსტოვი, თავისუფლების მოედანი № 8.

ისტორია

XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში არქიტექტორმა ნიკოლაი დურბახმა დონის როსტოვში, აზოვსა და მარიუპოლში ააშენა საცხოვრებელი სახლები. ამავე წლებში ქალაქში ცხოვრობდა კოგბეტლიევების ოჯახი. მათი ოჯახი საკმაოდ პატივსაცემი იყო დონის ნახიჩევანში. ანნდრიას კოგბეტლიევის მრავალრიცხოვანი ნატესაობა ფლობდა საცხოვრებელ სახლებს ეკატერინეს მოედანზე, პირველი გეორგიევსკის ქუჩაზე და 18-ე ხაზზე. მთელი სანათესაო აღფრთოვანებული იყო თეატრალური ხელოვნებით და იყვნენ ცნობილი მეცენატები ნახიჩევანში.

1909 წელს ანდრიას კოგბეტლიევი ყოდულობს მიწის ნაკვეთს და იწყებს აგურის საცხოვრებელი სახლის მშენებლობას მაღალ ცოკოლზე. ახალი სახლის პროექტი შეიმუშავა ნიკოლაი დურბახმა. დამკვეთის სურვილისა და რჩევის საფუძველზე არქიტექტორმა დურბახმა სახლის ფასადის მორთულობა გემოვნებით გააფორმა. 1912 წელს ანდრიას კოგბეტლიევის სახლის მშენებლობა დასრულდა.

ქვედა ცოკოლის სართულზე განთავსდა სავაჭრო დაწესებულებები. ძირითადი საცხოვრებელი ოთახები განკუთვნილი იყო ოჯახის წევრებისათვის. 1916 წელს სახლოს დროებითი მფლობელი გახდა პეტრე აბრამიანი.

1920 წელს საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა შენობის ნაციონალიზაცია. კოგბეტლიევის სახლს გააჩნია რეგიონალური მნიშვნელობის არქიტექტურული ძეგლის სტატუსი[1].

შენობა გადაურჩა მეორე მსოფლიო ომის პერიპეტიებს და ამჟამად შემონახულია პირვანდელი სახით.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted