კოკაინის ხე
იერსახე
კოკაინის ხე, კოკა (ლათ. Erythroxylon coca) — ტროპიკული მცენარე ერითროქსილონისებრთა ოჯახისა. 1-3, ზოგჯერ 5 მ-მდე სიმაღლის ბუჩქია. აქვს ფართოელიფსური ან უკუკვერცხისებრი ფოთოლი. წვრილი მოყვითალო-თეთრი ყვავილები.
სამშობლოდ პერუ და ბოლივია ითვლება. ველურად თითქმის აღარ გვხვდება. კულტივირებულია სამხრეთ ამერიკის, აფრიკისა და აზიის ტროპიკებში. ფოთლები შეიცავს კოკაინს (1,3%-მდე) და სხვა. ალკალოიდებს. ერთი ბუჩქიდან წლის მანძილზე 5 კგ-მდე მშრალი ფოთლის მიღება შეიძლება.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 574.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: