შინაარსზე გადასვლა

კოკო-კეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კოკო-კეი

კოკო-კეი ან ლიტლ-სტირაპის კეი (ინგლ. Little Stirrup Cay) — მომცრო კუნძული ბერის კუნძულების შემადგენლობაში, ბაჰამის კუნძულების დედაქალაქ ნასაუდან 55 მილით ჩრდილოეთით.[1] აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით კუნძულის სიგრძე დაახლოებით ერთი კილომეტრია, ჩრდილოეთიდან-სამხრეთისკენ კი 183 მეტრი. აღმოსავლეთი ნაწილი რეკრეაციული აქტივობის ცენტრია და იშლება მარჯნის აუზში, სადაც ბინადრობენ ლამანტინისებრნი, სკაროსები, ადვილად შესამჩნევია მრავალი სახეობის თევზი. ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს მომცრო უბე, სადაც შესაძლებელია დიდი გემების თანმხლები მცირე გემების მიღება. მთლიან კუნძულს კვეთს ბუნებრივი ბილიკები.

კუნძული იჯარით აიღო უმსხვილესმა საკრუიზო კომპანია Royal Caribbean Cruises Ltd-მა[2] და სწორედ ამ კომპანიამ უწოდა ამჟამინდელი სახელი — კოკო-კეი.[3] Royal Caribbean-ი ერთ-ერთი პირველი საკრუიზო კომპანია გახდა, რომელმაც ექსკლუზიური სარგებლობის უფლებით კუნძული იქირავა. ამ უკანასკნელისა და სხვა ცნობილი საკრუიზო კომპანიის გემები ხშირად უშვებენ ღუზას კუნძულის სიახლოვეს, ხმელეთზე კი ხალხი თანმხლებ მომცრო გემებს გადაჰყავს. სტუმრებისათვის შესაძლებელ საქმიანობებს შორისაა ცურვა, წყალქვეშ ცურვა, კაიკინგი, კატერზე გამობმული პარაშუტით ფრენა, დაივინგი, სკუტერით ტალღებზე სრიალი.

ლიტლ-სტირაპის კუნძული წარმოადგენს გრიტ-სტირაპის კუნძულის დანამატს, რომელიც თავის მხრივ კომპანია Norwegian Cruise Line-ის კუთვნილებაშია.

გალერეა

რესურსები ინტერნეტში

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  2. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  3. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კოკო-კეი&oldid=147206“-დან