შინაარსზე გადასვლა

კოლიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

კოლიტიმსხვილი ნაწლავის ანთება. არც თუ იშვიათად დაავადებას იწვევს ბაქტერიული დიზინტერია, ნაწლავთა ამებიაზი, ლამბიოზი. საჭიროა განავლის ბაქტერიოლოგიური და მიკროსკოპული გამოკვლევის რამდენიმეჯერ გავლა.

კოლიტით ავადმყოფს აწუხებს ყაბზობა (შეკრულობა), რაც კვირები ან თვეები გრძელდება და შემდეგ რაიმე მიზეზის (დიეტის, დარღვევის, გაციების, ფსიქიკური განცდის) გვალენით რამდენიმე დღით ფაღარათობით იცვლება.

ავადმყოფის გუნებაგანწყობა მერყევია. მას აწუხებს მუცლის ბერვა, ყრუ, ზოგჯერ კი მოვლითი ტკივილი მუცლის არეში, მადა დაქვეითებული აქვს. კოლიტის დიაგნოზის დასაზუსტებლად, გარდა საექიმო გასინჯვისა და განავლის ლაბორატორიული ანალიზის გაკეთებისა, საჭიროა ნაწლავების რენტგენოლოგიური გამოკვლევა და ლორწოვანი გარსის დათვალიერება რექტორომანოსკოპით.

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=კოლიტი&oldid=88684“-დან