კოლონის სასაფლაო
იერსახე
კოლონის სასაფლაო, ქრისტეფორე კოლუმბის სახელობის სასაფლაო (ესპ. Cementerio de Cristóbal Colón) — სასაფლაო კუბის დედაქალაქ ჰავანაში. მდებარეობს ჰავანის ისტორიულ რეგიონ ვედადოში, ესპადის ძველი სასაფლაოს ტერიტორიაზე, ფართობი 57 ჰა. დაარსდა 1876 წელს.
სასაფლაო ცნობილია საფლავის ქვების სკულპტურებით და ძეგლებით, რომელთა რიცხვი 500-ს აჭარბებს.
1898-1899 სასაფლაოზე განისვენებდა ამერიკელი მეზღვაურების ნეშტი, რომლებიც დაიღუპნენ კრეისერ მენის აფეთქების შედეგად. შემდეგ მათი ნეშტი გადასვენებულ იქნა არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე[1].
სასაფლაოზე დაკრძალული ცნობილი ადამიანები
- ხოსე რაულ კაპაბლანკა (1888-1942) — მსოფლიო ჩემპიონი ჭადრაკში
- ხოსე მიგელ გომესი (1858-1921) — კუბის პრეზიდენტი
- ხოსე ლესამა ლიმა (1910-1976) — მწერალი, პოეტი
- დულსე მარია ლოინასი (1902-1997) — მწერალი, პოეტი
- კარლოს სესპედესი (1871-1939) — კუბის პრეზიდენტი
რესურსები ინტერნეტში
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: კოლონის სასაფლაო
- სასაფლაოს პანორამული ფოტოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted