კონსტანტინე III (აფხაზთა მეფე)
კონსტანტინე III | |
---|---|
აფხაზთა მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 893 |
მმართ. დასასრული: | 922 |
წინამორბედი: | ბაგრატ I |
მემკვიდრე: | გიორგი II |
გარდ. თარიღი: | 922 |
მეუღლე: | უცნობი (ადარნასე II-ის ასული) |
შვილები: | ბაგრატ II |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
კონსტანტინე III, კოსტანტი III (გ. 922) — „აფხაზთა სამეფოს“ (დასავლეთ საქართველოს) მეფე დაახლოებით 893-922, ბაგრატ I-ის ძე. იბრძოდა სამეფო-სამთავროებს შორის ჰეგემონობის მოპოვებისა და საქართველოს გაერთიანებისათვის. 904 დაეუფლა ქართლს. მის წინააღმდეგ გაილაშქრეს სომეხთა მეფემ სმბატ I-მა და ქართველთა მეფემ ადარნასე II-მ. მათ ალყა შემოარტყეს უფლისციხეს და აიღეს. საზავო მოლაპარაკების დროს კონსტანტინე III შეიპყრეს. სმბატმა ის ანისის ციხეში დაამწყვდია, მაგრამ 4 თვის შემდეგ, იმის შიშით, რომ „აფხაზთა სამეფოს“ ტახტზე უფრო ძლიერ პიროვნებას დასვამდნენ, გაათავისუფლა. სმბატ I არაბებთან ურთიერთობის გამწვავების გამო დათმობაზე წავიდა, კონსტანტინე III-მ კვლავ მიიღო ქართლი. დასავლეთ საქართველოსა და სომხეთის მეფის ეს კავშირი კონსტანტინე III-ის სმბატის ასულზე დაქორწინებით განმტკიცდა. აბუ ლ-კასიმის მიერ სმბატ I-ის მოკვლისა (914) და სომხეთის აოხრების შემდეგ კონსტანტინე III-მ ჯერ ქართლში განიმტკიცა ხელისუფლება, შემდეგ მან და კახეთის ქორეპისკოპოსმა (მთავარი) კვირიკე I-მა ჰერეთი დაიპყრეს და გაინაწილეს. ამ დროიდან X საუკუნის უკანასკნელ მეოთხედამდე საქართველოს სამეფო-სამთავროთა შორის ჰეგემონობა „აფხაზთა მეფის“ ხელში იყო.
საისტორიო წყაროები
„აბხაზთ მეფეთა ქრონიკის“ მიხედვით:
ვიკიციტატა | „ქ~კს: რკჱ: დასაბამითგან: ხფიბ: აქა კო(ნს)ან(ტი)ნე (გა)დაიცვა(ლა).“
|
თედო ჟორდანიას აზრით აღნიშნული თარიღი (ქორონიკონი 128 და დასაბამითგან 6384 წელი) — 809 წელია[1].
ლიტერატურა
- გუჩუა ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1980. — გვ. 643.
სქოლიო
- ↑ თ. ჟორდანია, ქრონიკები, ტ. 1, გვ. 84
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
წინამორბედი: ბაგრატ I |
აფხაზეთის მეფე 893 - 922 |
შემდეგი: გიორგი II |
თარგი:აფხაზთა მეფეების გენეალოგია
|