კოსმოპოლიტიზმი
კოსმოპოლიტიზმი — მსოფლიო მოქალაქეობის იდეოლოგია, რომელიც კაცობრიობის ინტერესებს ცალკეული ერის ინტერესებზე მაღლა აყენებს. კოსმოპოლიტიზმი სხვადასხვა ეპოქაში სტიქიურად თუ მიზანდასახულად ყალიბდებოდა ამა თუ იმ (ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელის ან რომის) იმპერიის იდეოლოგიად. შუა საუკუნეებში კოსმოპოლიტიზმს ნერგავდა კათოლიკური ეკლესიაც. განმანათლებლობის ეპოქაში კოსმოპოლიტიზმის საშუალებით ინერგებოდა ინდივიდუალური თავისუფლებების იდეა. მას ხშირად უპირისპირებენ ნაციონალიზმს, როგორც მის სრულ ანტიპოდს, რადგან კოსმოპოლიტიზმი უარყოფს ეროვნული თვითმყოფადობისა და ერი-სახელმწიფოს კონცეფციებს.
საბჭოთა კავშირში კოსმოპოლიტიზმი განიხილებოდა როგორც პროლეტარულ ინტერნაციონალიზმთან დაპირისპირებული, რეაქციული ბურჟუაზიული იდეოლოგია, რომელიც გავრცელდა იმპერიალიზმის ეპოქაში და გამოხატავს კაპიტალის ინტერნაციონალიზაციის ობიექტურ ტენდენციებს. კოსმოპოლიტიზმის წინააღმდეგ კამპანია ფართოდ გაიშალა იოსებ სტალინის მმართველობის ბოლო წლებში.
რესურსები ინტერნეტში
- კოსმოპოლიტიზმი - უცხო სიტყვათა ლექსიკონი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა)
- Entry by Pauline Kleingeld and Eric Brown in the Stanford Encyclopedia of Philosophy
- Living in the World Risk Society by Ulrich Beck at the London School of Economics Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Значение слова Космополитизм в Большой Советской Энциклопедии, БСЭ