კუპრიტი
იერსახე
![](https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/3/3e/Cuprite-280499.jpg/300px-Cuprite-280499.jpg)
კუპრიტი — სპილენძის წითელი მადანი, ჟანგეულების კლასის მინერალი; ქიმიური შედგენილობა Cu2O. კრისტალდება კუბურ სინგონიაში. კრისტალები ოქტაედრული, დოდეკაედრული, იშვიათად ნემსისებრი აქვს. ქმნის დრუზებს, მკვრივ მიწისებრ და მარცვლოვან აგრეგატებს. ფერი წითელი, ელვარება ალმასისებრი. სიმაგრე მინერალოგიური სკალით 3,5-4; სიმკვრივე 5850-6200 კგ/მ³. გვხვდება სპილენძის საბადოების დაჟანგვის ზონაში, სადაც წარმოიქმნება სპილენძის პირველადი სულფიდების ხარჯზე.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 78.