კუხი
კუხი — ხონის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი კუხისა და პატარა კუხის ძველი სახელწოდება. სოფლები გაშენებულია იმერეთის დაბლობზე. ამჟამად ადმინისტრაციული ერთეულის (სოფლები: ახალშენი, დიდი კუხი, პატარა კუხი) სახელია.
ისტორია
კუხი პირველად წყაროებში მოხსენებულია XVI საუკუნეში. აქვე აღმოჩენილია კოლხური მონეტების განძი (დაცულია ხონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში). XIX საუკუნის 20-იან წლებში კუხში იდგა ქვისა (1720 წ.) და ხის (1734 წ.) ეკლესიები. დღეისათვის შემორჩენილია ქვის ეკლესიის ნანგრევები.
1883 წელს სოფელში გაიხსნა ვაჟთა სასწავლებელი. 1900-იან წლებში სოფელში მოქმედებდა აბრეშუმის საქსოვი ქარხანა. 1926 წლისთვის კუხის თემი შედგებოდა სამი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3 204 ადამიანს, ხოლო ფართობი 26,1 კმ-ს.2-ს.[1]
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 93.
- ბერაძე თ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 2012. — გვ. ?.
სქოლიო
- ↑ ქუთაისის მაზრის ადმინისტრაციული რუკა[მკვდარი ბმული] საქართველოს ეროვნული არქივი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted