შინაარსზე გადასვლა

ლაქტონები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლაქტონები — ოქსიმჟავათა შიგა ციკლური ეთერები, რომელთა რგოლები შეიცავს COO— დაჯგუფებას. ლაქტონების წარმომქმნელი ოქსიმჟავების ტიპის მიხედვით განასხვავებენ β-, γ-, δ-, ε- ლაქტონებს და ა.შ. მაგალითად, β-პროპიოლაქტონი (დუღილის ტემპერატურა 155°C), γ-ბუტიროლაქტონი (tდუღ 203—204 °C), δ-ვალეროლაქტონი (tდუღ 218—220 °C).

თვისებები

ლაქტონებს ახასიათებს არაციკლური რთული ეთერების თვისებები; მაგალითად, მჟავებთან ან ტუტეებთან გახურებისას ყოველი ლაქტონები ჰიდროლიზდება სათანადო ოქსიმჟავად, ხოლო ამინთან წარმოქმნის ამიდს. ლაქტონების პოლიმერიზაციის შედეგად მიიღება ხაზობრივი პოლიეთერები.

გამოყენება

ლაქტონებს იყენებენ ორგანულ სინთეზში, წამლებისა და სურნელოვან ნივთიერებათა წარმოებაში.

ლაქტონების მაგალითები

ლიტერატურა