შინაარსზე გადასვლა

ლევან ალექსიძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მუშაობის ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
განთქმული მოსწავლეები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სამეცნიერო ხარისხი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მამა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დედა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

ლევან ალექსიძე (დ. 5 ივლისი, 1926, თბილისი — გ. 1 აგვისტო, 2019, თბილისი[1]) — ქართველი იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი,[2] პროფესორი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე,[3] საქართველოს სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991),[2] საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (1996), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (2001). 2010 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე. „საერთაშორისო სამართლის“ პირველი ქართველი მეცნიერი. ღირსების ორდენის კავალერი (1996).[4] ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). თბილისის საპატიო მოქალაქე (2011).

ბიოგრაფია

დაიბადა 1926 წლის 5 ივლისს თბილისში. 1946 წელს დაამთავრა ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.[4] 1950 წლის ივლისში მან დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია „გაეროს უშიშროების საბჭოში მოქმედი ერთხმივობის პრინციპი, როგორც საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი“. 1964 წლის აპრილში იცავს სადოქტორო დისერტაციას „საქართველო-რუსეთის ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“. 1970-1977 წლებში ლევან ალექსიძე მივლინებული იყო ნიუ-იორკსა და ჟენევაში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სამდივნოს, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის პასუხისმგებელ მუშაკად. 1975-1976 წლებში ასრულებდა ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის დირექტორის, აგრეთვე გაეროს გენერალური ასამბლეის მესამე კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა კომისიის მდივნის მოვალეობას, გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური წარმომადგენლის ფუნქციას მის მიერ ორგანიზებულ გაეროს სემინარებზე. 1977 წლიდან დღემდე თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორია,[5] 1977 წლიდან სამართლის საფუძვლებისა და საერთაშორისო სამართლის კათედრის გამგეა.[2] 1985-1992 წლებში თსუ-ს პრორექტორია. 1988 წელს ირჩევენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 2001 წლიდან იგი ამავე აკადემიის ნამდვილი წევრია. ლევან ალექსიძე 150-მდე შრომის ავტორია, რომლებიც გამოქვეყნებულია ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ესპანურ ენებზე.

ბიბლიოგრაფია

  • „თანამედროვე საერთაშორისო სამართალი“ — 441 გვ., თბილისი, იურისტების სამყარო, 2013. — ISBN 978-9941-9343-5-3
  • „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი: ლექსიკონი-ცნობარი“ — 283 გვ. თბილისი, 2005. ISBN 99940-0-877-3
  • „გაერთიანებული ერების ორგანიზაცია“ — 146 გვ., თბილისი, თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985.
  • „საქართველო-რუსეთის საერთაშორისო სამართლებრივი ურთიერთობა XV-XVIII საუკუნეებში“ — 247 გვ, თბილისი, საბჭ. საქართველო, 1983

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. პროფესორი ლევან ალექსიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
  2. 2.0 2.1 2.2 ალექსიძე ლევან. საქართველოს პარლამენტი. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.
  3. ლევან ალექსიძე. Iverieli. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.
  4. 4.0 4.1 ლევან ალექსიძე. ბიოგრაფიული ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.
  5. ლევან ალექსიძე. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-05-28. ციტირების თარიღი: 2 სექტემბერი, 2018.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები