ლეიკემია
ლეიკემია | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დარგი | Script error: No such module "WikidataIB". |
სიხშირე | Script error: No such module "PrevalenceData". |
კლასიფიცირება და გარე წყაროები | |
DiseasesDB | 7431 |
ICD-10 | C91.-C95. |
ICD-9 | 208.9 |
ICD-O: | 9800-9940 |
MedlinePlus | 001299 |
eMedicine | eMedicine: article/1201870 |
Patient UK | ლეიკემია |
MeSH | D007938 |
ლეიკემია — სიმსივნური დაავადებების ჯგუფი, რომელიც როგორც წესი ძვლის ტვინში იწყება და იწვევს ანომალური ლეიკოციტების (თეთრი უჯრედების) დიდი რაოდენობით წარმოქმნას.[1] ეს ლეიკოციტები სრულად მომწიფებული არ არის და ბლასტების ან ლეიკემიური უჯრედების სახელითაა ცნობილი.[2] სიმპტომები გამოწვეულია სისხლის ნორმალური უჯრედების დეფიციტით და შეიძლება მოიცავდეს სისხლდენებსა და სისხლჩაქცევებს, დაღლილობის შეგრძნებას, ტემპერატურულ რეაქციას და ინფექციური პროცესების განვითარების მაღალი რისკს.[2] [2] დიაგნოზი ემყარება სისხლის ანალიზს და ძვლის ტვინის ბიოპსიას.[2]
ლეიკემიის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია. ითვლება, რომ ლეიკემიის სხვადასხვა სახეები სხვადასხვა მიზეზთან არის დაკავშირებული. დაავადების განვითარებაში აქტუალურია როგორც გარემო, ასევე მემკვიდრული ფაქტორები.[3] რისკ-ფაქტორებში შედის მოწევა, მაიონებელი გამოსხივება, სხვადასხვა ქიმიკატები (მაგ. ბენზოლი), ქიომოთერაპია და დაუნის სინდრომი.[3][4] ლეიკემიის ოჯახური ისტორიით დატვირთულ პირებს ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკი აქვთ.[4] ლეიკემიის 4 ძირითადი სახე არსებობს — მწვავე ლიმფობასტური ლეიკემია, მწვავე მიელოიდური ლეიკემია, ქრონიკული ლიმფოციტური ლეიკემია და ქრონიკული მიელოიდური ლეიკემია — ასევე რამდენიმე ნაკლებად გავრცელებული სახე.[4] ლეიკემია და ლიმფომა სიმსივნური დაავადებების ფართო ჯგუფია, რომელიც აზიანებს სისხლს, ძვლის ტვინს და ლიმფურ სისტემას.[5][6]
სამკურნალოდ გამოიყენება ქიმიოთერაპიის, გამოსხივებითი თერაპიის, სამიზნე თერაპიისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ზოგიერთი კომბინაცია, დამატებით საჭიროებისამებრ მხარდამჭერი მკურნალობა და პალიატური მზრუნველობა.[4][4] მკურნალობის წარმატება დამოკიდებულია ლეიკემიის სახესა და პაციენტის ასაკზე. შედეგები უმჯობესდება განვითარებულ ქვეყნებში.
სქოლიო
- ↑ Leukemia. ციტირების თარიღი: 13 June 2014.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 What You Need To Know About™ Leukemia (2013-12-23). ციტირების თარიღი: 18 June 2014.
- ↑ 3.0 3.1 Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 A Snapshot of Leukemia. ციტირების თარიღი: 18 June 2014.
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Cătoi, Alecsandru Ioan Baba, Cornel (2007) Comparative oncology. Bucharest: The Publishing House of the Romanian Academy, გვ. Chapter 17. ISBN 973-27-1457-3Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted