ლიბერიის მეორე სამოქალაქო ომი
თარგი:Stack ლიბერიის მეორე სამოქალაქო ომი – ლიბერიის შიდა კონფლიქტი 1999-2003 წლებში, რომელმაც 150,000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. დაპირისპირება 1999 წელს ქვეყნის ჩრდილოეთში მეზობელი გვინეის მიერ მხარდაჭერილი რეკონსილაციისა და დემოკრატიისთვის გაერთიანებული ლიბერიელების გამოჩენით დაიწყო. ადრეულ 2003 წელს ქვეყნის სამხრეთში მეორე აჯანყებული ჯგუფი ლიბერიაში დემოკრატიისთვის მოძრაობა გამოჩნდა. 2003 წლის ივნის-ივლისში ჩარლზ ტეილორის მთავრობა ქვეყნის მხოლოდ მესამედს აკონტროლებდა.
აჯანყებულებმა დედაქალაქ მონროვიას ალყა შემოარტყეს და მიმდინარე ბრძოლებმა ბევრი სამოქალაქო პირის დაღუპვა გამოიწვია. კონფლიქტის შედეგად ათასობით ადამიანი გაიხიზნა საკუთარი საცხოვრებელი ადგილებიდან.
აკრის ყოვლისმომცველ სამშვიდობო შეთანხმებას ხელი 2003 წლის 18 აგვისტოს მოეწერა. შეთანხმებამ შეაჩერა საბრძოლო მოქმედებები და 2005 წლის არჩევნებამდე დაინიშნა გარდამავალი ეროვნუული მთავრობა შუალედური პრეზიდენტ ჯიუდ ბრაიანტის ხელმძღვანელობით.
იხილეთ აგრეთვე
ლიტერატურა
- Käihkö, Ilmari. "Bush Generals and Small Boy Battalions: Military Cohesion in Liberia and Beyond." (PhD thesis, Uppsala, 2016).
რესურსები ინტერნეტში
- Insight on Conflict.Liberia Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Text of the Comprehensive Peace Agreement
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted