შინაარსზე გადასვლა

ლილე კილაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი ლილე გრიგოლის ძე კილაძე (დ. 13 აპრილი, 1928, თბილისი — გ. 15 ოქტომბერი, 1978, იქვე) — ქართველი დირიჟორი, საქართველოს სახალხო არტისტი (1977).[1] კომპოზიტორ გრიგოლ კილაძის შვილი.

ბიოგრაფია

1954 წელს წარმატებით დაამთავრა პ. ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის კონსერვატორია პროფესორ ა. გაუკის კლასი და მუშაობა დაიწყო სარატოვის საოპერო თეატრისა და ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრის დირიჟორად.

1958 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე სათავეში ედგა საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სიმფონიურ ორკესტრს. მისი, როგორც დირიჟორის დიდი დამსახურებაა, რომ ჩვენი მსმენელი ეზიარა მსოფლიო უნიკალური ხელოვნების არაერთ ნიმუშს, ქართველ, მათ შორის ახალგაზრდა კომპოზიტორთა ნაწარმოებებს.

გარდაიცვალა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში, ორკესტრის საფინალო აკორდისთანავე.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა

  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 220, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო