ლისბონი
იერსახე
ლისბონი — ლიმონის ერთ-ერთი ჯიში. ხის სიმაღლე 3,5-4 მ აღწევს. ნაყოფი მოგრძო-ოვალურია. მასა 12-155 გ. მოყვითალოა, გლუვზედაპირიანი, უხვწვნიანი, მჟავე არომატული. კანის სისქეა 2-4 მმ.
მაგარი და ელასტიკურია, სიმწარე არ აქვს. რბილობი მოყვითალო-მომწვანოა. ნაყოფი შეიცავს 11-მდე საშუალო სიდიდის თესლს. კარგად ინახება.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 251.