შინაარსზე გადასვლა

ლოთარ მათეუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

ლოთარ ჰერბერტ მათეუსი (გერმ. Lothar Herbert Matthäus; დ. 21 მარტი 1961, ერლანგენი, გერმანია) — გერმანელი სპორტსმენი; მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი; ხუთი მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. 1990 წლის მსოფლიო ჩემპიონი და ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში 1980–2000 წლებში მონაწილეობა მიიღო 150 თამაშში, რაც საუკეთესო შედეგია ნაკრების ისტორიაში. მონაწილეობა მიიღო ევროპის ოთხ (1980, 1984, 1988, 2000) ჩემპიონატზე. მათეუსი ყველაზე ასაკოვანი ფეხბურთელია, რომელმაც ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირზე იასპარეზა. მან ევრო 2000-ზე 39 წლისამ ითამაშა. 1999 წელს Placar-ის ვერსიით XX საუკუნის 100 საუკეთესო ფეხბურთელს შორის მეოცე ადგილზე დასახელდა.[1]

მწვრთნელის კარიერა

მათეუსმა სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს დაიწყო. სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ხშირად ეხვეოდა სკანდალებსა და კონფლიქტურ სიტუაციებში. წვრთნიდა ვენის „რაპიდს“, რომელმაც მათეუსის ხელმძღვანელობით 32 მატჩი გამართა, 9-ში გაიმარჯვა, ამდენივე ფრედ დაასრულა, ხოლო 14-ში დამარცხდა. ბელგრადის „პარტიზანში“ მათეუსმა უკეთესი შედეგები აჩვენა: 43 შეხვედრა, 28 გამარჯვება, 6 ფრე და 9 წაგება

ბრაზილიურ „ატლეტიკო პარანაენსესთან“ მათეუსმა 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. თუმცა, 7 მატჩის შემდეგ (5 მოგება, 2 ფრე, 0 წაგება), მათეუსმა გუნდი დატოვა და მიზეზად ოჯახთან ახლოს ყოფნის სურვილი დაასახელა. 2008-09 სეზონის განმავლობაში მათეუსი ნეთანიის „მაკაბიში“ მუშაობდა. 2009 წლის აპრილში, კლუბის ხელმძღვანელობამ მათეუსი გაათავისუფლა. მათეუსის ხელმძღვანელობით მაკაბიმ 45 მატჩი გამართა, 19-ში გაიმარჯვა, 14 ფრედ დაასრულა, 12-ში კი დამარცხდა.

მათეუსი ასევე თავკაცობდა ზალცბურგის „რედ ბულსს“, უნგრეთისა და ბულგარეთის ეროვნულ ნაკრებებს. უნგრეთის ნაკრებში მათეუსი 003 წლის 14 დეკემბერს დაინიშნა და პოსტზე 2005 წლის ბოლომდე დარჩა. შედეგები ასეთი იყო: 28 მატჩში 11 მოგება, 3 ფრე და 14 წაგება. ბულგარეთის ნაკრებში მათეუსი 2010 წლის სექტემბერიდან 1-წლიანი კონტრაქტით მუშაობდა. 2011 წლის სექტემბერში ბულგარეთის ფეხბურთის ფედერაციამ ის პოსტიდან დაითხოვა. 11 მატჩი, 3 მოგება, 3 ფრე და 3 წაგება - ასეთი იყო მათეუსის მონაგარი ბულგარეთის ეროვნულ გუნდში.

2014 წლის ნოემბერში საქართველოს მწვრთნელი,თემურ ქეცბაია გადადგა და დანდი იუნაიტედში წავიდა. ახალ მწვრთნელად განიხილებოდა სხვადასხვა კანდიდატი, მათ შორის ლოთარ მათეუსიც, რადგან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მათეუსის აგენტისგან შეთავაზება მიიღო.[2]

საფეხბურთო კარიერა

პერიოდი კლუბი თამაში/გოლი ტიტული
1979-84 ბორუსია მიონხენგლადბახი 162 / 36
1984-88 ბაიერნი (მიუნხენი) 113 / 57 გერმანიის ჩემპიონი:1985, 1986, 1987
გერმანიის თასი:1986
1988-92 ინტერი 115 / 40 უეფას თასი:1991
იტალიის ჩემპიონი:1989
იტალიის სუპერ თასი:1989
1992-2000 ბაიერნი (მიუნხენი) 189 / 28 უეფას თასი:1996
გერმანიის ჩემპიონი:1994, 1997, 1999, 2000
გერმანიის თასი:1998, 2000
2000 მეტროსტარსი 16 / 0
1980-2000 გერმანია 150 / 23 მსოფლიოს ჩემპიონი:1990
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი: 1982, 1986
ევროპის ჩემპიონი: 1980
პირადი მიღწევები
1990 მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი
1990 ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი
1990 ჟურნალ მსოფლიო ფეხბურთის ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელი
1991 ფიფას წლის ფეხბურთელი
1990, 1999 გერმანიის საუკეთესო ფეხბურთელი

ბიბლიოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Placar's 100 Craques do Século · In November 1999, Placar (Brazil) published a list of the best 100 players of all time, ranked from 1 to 100 · 23 დეკემბერი, 2015. Karel Stokkermans for the Rec.Sport.Soccer Statistics Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 სექტემბერი, 2019.
  2. http://www.tabula.ge/ge/story/90153-sichinava-qecbaias-shemcvlelad-mateusis-kandidaturac-ganixileba

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:მსოფლიო ჩემპიონთა კაპიტნები თარგი:ოქროს ბურთის მფლობელები თარგი:ევროპის წლის საუკეთესო ფეხბურთელი Onze Mondial-ის ვერსიით თარგი:ფიფა 100