ლოტრეამონი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ფსევდონიმი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ენა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პერიოდი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჟანრი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Magnum opus | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ესკიზის შექმნის შეცდომა: [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
გრაფი ლოტრეამონი (ფრანგ. comte de Lautréamont, ფსევდონიმი; ნამდვილი სახელი — იზიდორ ლუსიენ დიუკასი, ფრანგ. Isidore Lucien Ducasse; დ. 4 აპრილი, 1846, მონტევიდეო — გ. 24 ნოემბერი, 1870, პარიზი) — ფრანგი პროზაიკოსი და პოეტი, გვიანდელი რომანტიკოსი, სიმბოლიზმისა და სიურრეალიზმის წინამორბედი.
ბიოგრაფია
ახალგაზრდობა
დიუკასი დაიბადა მონტევიდეოში, ფრანგი საკონსულო დაწესებულების მუშაკის - ფრანსუა დიუკასისა და მისი მეუღლის — ჟაკეტ-სელესტინ დევზაკის ოჯახში. იზიდორის ბავშვობის შესახებ ბევრი რამ არაა ცნობილი: ის მონათლეს 1847 წლის 16 ნოემბერს მონტევიდეოს ეკლესიაში, ამის შემდგომ მისი დედა მალევე გარდაიცვალა (სავარაუდოდ, ეპიდემიის დროს). დიუკასი ფლობდა სამ ენას: ფრანგულს, ესპანურსა და ინგლისურს.
1859 წლის ოქტომბერში, როდესაც 19 წლისა იყო, მამამ იზიდორი საფრანგეთის სკოლაში სასწავლებლად გაგზავნა. დიუკასმა მიიღო კლასიკური ფრანგული განათლება ტარბის საიმპერატორო ლიცეუმში. 1863 წელს მან სწავლა განაგრძო ლიცეუმში, რომელსაც ამჟამად ლუი ბარტუ ეწოდება, ქალაქ პოში, სადაც რიტორიკასა და ფილოსოფიას სწავლობდა. ცნობილია, რომ მან კარგად აითვისა არითმეტიკა და ხატვა, რომელთა მეშვეობითაც მან თავისი აზროვნებისა და სტილის ექსტრავაგანტულობა გამოავლინა.
იზიდორს უყვარდა ედგარ ალან პოს, შელის, ბაირონის, ადამ მიცკევიჩის, ჯონ მილტონის, რობერტ საუტის, მიუსესა და ბოდლერის კითხვა. სკოლაში იგი აღფრთოვნანებული დარჩა სპექტაკლით, რომელიც სოფოკლეს ტრაგედიის ოიდიპოსის მიხედვით დადგეს. ინსტიტუტის დასრულების შემდგომ მწერლობა გადაწყვიტა; ცხოვრობდა ტარბში, მეგობრობდა ჟორჟ დაზთან - მისი აღმზრდელის შვილთან.
პარიზში ცხოვრება
მამასთან ერთად მონტევიდეოში არახანგრძლივი ცხოვრების შემდგომ, დიუკასი 1867 წლის ბოლოს პარიზში გადასახლდა, სადაც მან პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა და ერთ წელიწადში მიატოვა. მამის მხრიდან მუდმივი ფინანსური მხარდაჭერა ხელს უწყობდა დიუკასს, რათა საკუთარი თავი ხელოვნებისთვის მიეძღვნა. იგი ცხოვრობდა „ინტელექტუალურ კვარტალში“, ოტელში ნოტრ-დამ-დე-ვიქტუარის ქუჩაზე, სადაც ის ინტენსიურად მუშაობდა „მალდორორის სიმღერების“ პირველ სიმღერაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ მასზე მუშაობა ჯერ კიდევ პარიზში დასახლებამდე, მონტევიდეოში დაიწყო, და შემდგომ განაგრძო.
დიუკასი ხშირი სტუმარი იყო ადგილობრივ ბიბლიოთეკებში, სადაც ის რომანტიკულ ლიტერატურას, მეცნიერულ ნამუშევრებსა თუ ენციკლოპედიებს კითხულობდა. გამომცემელი ლეონ გონონსომ იგი ასე აღწერა: „დიდი მოღუშული ახალგაზრდა მამაკაცი, უწვერო, მოძრავი, აკურატული და შრომისმოყვარე“.
1868 წლის ბოლოს დიუკასი ანონიმურად და თავისი ხარჯებით აქვეყნებს პირველ სიმღერას „მალდორორის სიმღერებიდან“: 32-გვერდიან ბუკლეტს.
1868 წლის 10 ნოემბერს იზიდორმა მწერალ ვიქტორ ჰიუგოს წერილი გაუგზავნა პირველი სიმღერის ორი ეგზემპლარის სახით და მომდევნო გამოქვეყნებისთვის რეკომენდაციების სთხოვა. პირველი სიმღერის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა 1869 წლის იანვრის ბოლოს - კრებულში „Parfums De L'Ame“ ბორდოში. აქ დიუკასმა პირველად გამოიყენა თავისი ფსევდონიმი - „ლოტრეამონი“. შერჩეული სახელი ეკუთვნის ეჟენ სიუს ცნობილი ფრანგული გოთიკური რომანის - „Latréaumont“-ის პერსონაჟს, რომელიც ქედმაღალი და ღვთის მგმობი ანტიგმირი იყო; ეს უკანასკნელი გარკვეულწილად იზიდორის მალდორორის ანალოგია.
სახელი სავარაუდოდ პერიფრაზირებულია, როგორც L'Autre Amon (სხვა Amon-ი), თუმცა ასევე შეიძლება ნიშნავდეს „L'Autre Amont“-ს(მდინარის სხვა მხარე).
ექვსივე სიმღერა უნდა გამოქვეყნებულიყო 1869 წლის ბოლოს ბრიუსელში ალბერტ ლაკრუას მიერ, რომელმაც თავის დროს ეჟენ სიუს ნამუშევარი გამოაქყვეყნა. როდესაც წიგნი უკვე დაბეჭდილი იყო, ლაკრუამ უარი თქვა მისი წიგნების მაღაზიებში გავრცელებაზე, რათა დევნისგან აერიდებინა თავი. დიუკასის აზრით, ამის მიზეზი ის იყო, რომ „სიმღერებში ცხოვრება ერთობ მკაცრი ფერებითაა შეღებელი“ (წერილი ბანკირ დარასას 1870 წლის 12 მარტს).
გარდაცვალება
თავისი წიგნის გავრცელების ლოდინის პარალელურად დიუკასი ახალ ტექსტზე მუშაობდა, რომელიც უნდა დაერთო „ბოროტების ფენომენოლოგიური აღწერას“, რომელშიც მას სიკეთის აღწერა სურდა. ორი ნამუშევარი, მისი ჩანაფიქრის მიხედვით, ქმნის ერთ მთლიანს, სიკეთისა და ბოროტების დიქოტომიას. თუმცა ნამუშევარი დაუსრულებელი დარჩა.
1870 წლის აპრილსა და ივნისში დიუკასმა გამოაქვეყნა პირველი ორი ნაწილი, რომელიც, სავარაუდოდ, წარმოადგენს ნამუშევარ „სიკეთის საგალობელის“ წინასიტყვაობას, - Poésies I და II. ამჯერად მან გაასაჯაროვა თავისი ნამდვილი სახელი, ფსევდონიმი კი უკუაგდო. თავის ნამუშევრებში დიუკასი გამოყოფდა ორ ნაწილს: ფილოსოფიურსა და პოეტიკურს, და გამოაცხადა, რომ ბოროტების წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო (რაც მისი წინარე ნამუშევრების შეცვლას გულისხმობს):
„მე ვანაცვლებ მელანქოლიას მამაცობით, ეჭვს - სიმტკიცით, იმედგაცრუებას - იმედით, გაბოროტებას - სიკეთით, ვაებას - მოვალეობის გრძნობით, სკეპტიციზმს - რწმენით, სოფიზმებს - ცივი სიმშვიდით და სიამაყეს - თავმდაბლობით“.
დიუკასი გარდაიცვალა 24 წლის ასაკში, 1870 წლის 24 ნოემბერს დილის 8:00-ზე სასტუმროში. მისი გარდაცვალების მოწმობაში არ იყო მოცემული დამატებითი ინფორმაცია. ვინაიდან ბევრს ეპიდემიის ეშინოდა, დიუკასი მომდევნო დღეს დაასაფლავეს. 1871 წლის იანვარს იგი სხვა ადგილას გადაასვენეს.
თავის „ლექსებში“ ლოტრამონი ამბობს: „მე არ დავტოვებ მოგონებებს“, ამიტომ „მალდორორის სიმღერების“ ავტორის ცხოვრება მეტცილად უცნობი რჩება.
რესურსები ინტერნეტში
- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ლოტრეამონი“ ვიკისაწყობში.
- ლოტრეამონი — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები) ფაილი:Speaker Icon.svg
- მალდორორი: ფრანგული საიტი
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 4 აპრილი
- დაბადებული 1846
- გარდაცვლილი 24 ნოემბერი
- გარდაცვლილი 1870
- ფრანგი მწერლები
- ფრანგი პოეტები
- ფრანგულენოვანი პოეტები
- ფრანგი სიურრეალისტი მწერლები
- სიმბოლისტი პოეტები
- სიმბოლისტი მწერლები
- XIX საუკუნის ფრანგი მწერლები
- XIX საუკუნის ფრანგი პოეტები
- ფრანგი მამაკაცი პოეტები
- XIX საუკუნის ფრანგი მამაკაცი მწერლები