ლოხ-ლომონდი
იერსახე
ლოხ-ლომონდი | |
---|---|
ესკიზის შექმნის შეცდომა: ლოხ-ლომონდი | |
კოორდინატები: თარგი:Nobr | |
მდებარეობა | დიდი ბრიტანეთის დროშა დიდი ბრიტანეთი |
სიმაღლე ზღვის დონიდან | 7,6 მ |
სიგრძე | 39 კმ |
სიგანე | 8 კმ |
ფართობი | 71 კმ² |
მოცულობა | 2.6 კმ³ |
საშუალო სიღრმე | 37 მ |
მაქსიმალური სიღრმე | 190 მ |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
თარგი:Nobr |
ლოხ-ლომონდი (ინგლ. Loch Lomond) — ტბა დიდი ბრიტანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 7,6 მ სიმაღლეზე. შოტლანდიის უდიდესი ტბა. ფართობი 71 კმ². მაქსიმალური სიღრმე 190 მ. მდებარეობს გრამპიანის მთების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ტექტონიკურ ქვაბულში, რომელიც ჩაღრმავებულია ძველი მყინვარის მიერ. სამხრეთ ნაწილში ბევრია კუნძული, რომელთაგან ყველაზე დიდია კუნძული ინჩმარინი. ფართოვდება სამხრეთისაკენ და იღებს სამკუთხედის ფორმას. ჩრდილოეთით აღმართულია თოვლით შემოსილი მთები, რომლებიც 900 მ-მდე მაღლდებიან, სამხრეთით უფრო ნაზი ბორცვებია. ტბის სანაპიროზე არის დასახლებული პუნქტები. ინვერაგლასში არის ჰიდროელექტროსადგური. ლოხ-ლომონდი ადგილობრივ მკვიდრთა პუპულარული კურორტია. განვითარებულია მეთევზეობა, ნაოსნობა. 2002 წლიდან ტბა ეროვნული პარკის ნაწილია.
რესურსები ინტერნეტში
- ლოხ-ლომონდი — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)