ლუკას პოდოლსკი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ლუკას პოდოლსკი (პოლ. Łukasz Podolski, გერმ. Lukas Podolski [ˈlukas poˈdolski]: დ. 4 ივნისი, 1985, გლივიცე, პოლონეთი) — პოლონური წარმოშობის გერმანელი ფეხბურთელი, „ანთალიასპორის“ თავდამსხმელი.
საკლუბო კარიერა
პოდოლსკიმ ფეხბურთის თამაში 1991 წლიდან დაიწყო. 18 წლისამ გააფორმა კონტრაქტი „კელნთან“. 2006 წლიდან კი გადავიდა „მიუნხენის ბაიერნში“ და კონტრაქტი გააფორმა 2010 წლამდე. 2009 წლის 19 იანვარს დაბრუნდა „კიოლნში“ და კონტრაქტი გააფორმა 2013 წლამდე. 2012 წლიდან 2015 წლამდე თამაშობდა „არსენალში“. 2015 წელს იჯარით გადავიდა „ინტერი მილანში“. 2015-2017 წლებში თამაშობდა თურქულ კლუბ „გალათასარაიში“. ამჟამად, პოდოლსკი ასპარეზობს იაპონურ საფეხბურთო კლუბ ვისელ კობეში.
სანაკრებო კარიერა
ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი შედგა 2004 წლის 6 ივნისს უნგრეთთან თამაშში, 19 წლის ასაკში. 2004 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში და 3 გოლი გაიტანა. 2005 წელს კონფედერაციის თასზე გაიტანა 3 გოლი. 21 წლის ასაკში ეროვნულ ნაკრებში 16 გოლი ჰქონდა გატანილი,ასეთი შედეგისთვის ამ ასაკში არავის მიუღწევია მანამდე.
2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ყველა თამაშში მიიღო მონაწილეობა, 3 გოლი გაიტანა და საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ტიტული მიიღო. 2008 წლის ევროპის ჩემპიონატის დროს 3 გოლი გაიტანა და თავი გამოიჩინა 4 საგოლე პასით, რომელთაგან 2 შვაინშტაიგერმა, 1 კლოზემ და ერთიც ჰიტცლშპერგერმა გაიტანა. პოდოლსკიმ მიიღო საუკეთესო ნახევარმცველის ტიტული და ფიფამ ევროპის ჩემპიონატის ALL Star Team-ის შემადგენლობაში დაასახელა. 2014 წელს გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2017 წელს ლუკას პოდოლსკიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა.
პირადი ჯილდოები
- 9 ჯერ თვის საუკეთესო გოლის ავტორად დასახელდა
- II ბუნდესლიგის (გერმანიის ჩემპიონატის) 2004/2005 სეზონის ბომბარდირი
- 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი
- 4 ჯერ თვის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა (დეკემბერი 2003, აპრილი 2004, იანვარი 2005 და აპრილი 2006)
- მე-3 ადგილი „Golden Boy“ დაჯილდოებაზე (საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი)
- ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის საუკეთესო ნახევარმცველი; ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილი და "ვერცხლის ბუცის" მფლობელი
რესურსები ინტერნეტში
- ოფიციალური საიტი
- Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted — ფიფას ჩანაწერითარგი:დაარქივებულის ნიშანიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ოფიციალური საიტი (გერმანული) (ინგლისური) (პოლონური)
- Arsenal profile Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Lukas Podolski კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაშიLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Pages with script errors
- გვერდები ფაილების არასწორი ბმულებით
- დაბადებული 1985
- გერმანელი ფეხბურთელები
- კელნის ფეხბურთელები
- გერმანიის ბუნდესლიგის ფეხბურთელები
- პრემიერ ლიგის ფეხბურთელები
- ლონდონის არსენალის ფეხბურთელები
- გერმანიის ნაკრების ფეხბურთელები
- 2006 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2016 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- დაბადებული 4 ივნისი
- მსოფლიო ჩემპიონები ფეხბურთში