შინაარსზე გადასვლა

ტონი კროოსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permittedLua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ტონი კროოსი (გერმ. Toni Kroos; დ. 4 იანვარი, 1990) — გერმანელი ფეხბურთელი, ცენტრალური ნახევარმცველი. იცავდა მიუნხენის „ბაიერნის“, ლევერკუზენის „ბაიერის“, მადრიდის „რეალისა“ და გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ღირსებას.[1] ბრემენის „ვერდერის“ ფორვარდის, ფელიქს კროოსის ძმა.

საკლუბო კარიერა

ადრეული კარიერა

კროოსი დაიბადა გრაიფსვალდში და თამაში დაიწყო საფეხბურთო კლუბ „გრაიფსვალდერში“, შემდეგ კი გადავიდა „როსტოკის ჰანზას“ ახალგაზრდულ კლუბში. 2006 წელს შეუერთდა „ბაიერნს“. 2007-08 წლების სეზონში გადაიყვანეს პირველ გუნდში, როდესაც ის იყო 17 წლის. ბაიერნის მწვრთნელმა ული ჰიონესმა განაცხადა, რომ ის ითამაშებდა 10-ნომრიანი მაისურით „ბაიერნში“, როდესაც მას ექნებოდა მეტი გამოცდილება.[2]

კროოსს ჰქონდა შესანშინავი სტარტი „ბაიერნში“, მისი დებიუტი შედგა 2007 წლის 26 სექტემბერს, როდესაც მისმა გუნდა 5-0 დაამარცხა „კოტბუსის ენერგია“. კროოსმა ორი საგოლე პასი გადასცა მიროსლავ კლოზეს მოედანზე გამოსვლიდან 18 წუთის განმავლობაში.[3] წარმატებული აღმოჩნდა მისი დებიუტი უეფა-ს ევროპის ლიგის მატჩში „რედ სტართან“, 81-ე წუთზე შემოვიდა მოედანზე, ჯერ მიროსლავ კლოზეს გადასცა საგოლე პასი, შემდეგ კი თვითონ გაიტანა და მოაგებინა მის გუნდს ურთულესი მატჩი.

იჯარით ლევერკუზენის ბაიერში

კროოსი იჯარით გადავიდა „„ბაიერ 04 ლევერკუზენში“ 2009 წლის იანვარში. 2009 წლის 18 აპრილს ბუნდესლიგაში პირველი გოლი გაიტანა „ვოლფსბურგის“ კარში, სადაც „ბაიერმა“ წააგო 1-2. 2009 წლის 27 ნოემბერს კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ კროოსი დაბრუნდებოდა ბაიერნში. 2009 წლის 19 დეკემბერს, მან დუბლი შეასრულია „მიონხენგლადბახის ბორუსიასთან“ მატჩში, რომელიც „ბაიერმა“ 3-2 მოიგო და გახდა სეზონის პირველი ნახევრის ჩემპიონი 2009-10 წლების სეზონში.

2009 წლის დეკემბერში კიკერის მკითხველებმა დაასახელეს თვის საუკეთესო ფეხბურთელად. მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერმა“ გამოთქვა მისი შენარჩუნების სურვილი, „ბაიერნმა“ უარი განაცხადა მის ბაიერში დატოვებაზე 2012 წლამდე.[4]

მიუნხენის ბაიერნი

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კროოსი დაბრუნდა „ბაიერნში“ წელიწადნახევრიანი განათხოვრების შემდეგ. ამ პერიოდის განმავლობაში, მან ბაიერის მაისურით გაიტანა 10 გოლი ბუნდესლიგაში 43 მატჩში.

2010 წლის 16 აგვისტოს ითამაშა პირველად "გერმანია ვინდეკის" წინააღმდეგ გერმანიის თასის პირველ რაუნდში, გაიტანა მესამე გოლი, მისმა კლუბმა კი მოიგო 4-0. იმ სეზონში ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა ბუნდესლიგის, გერმანიის თასის და ჩემპიონთა ლიგის მატჩებში. პირველი გოლი ჩემპიონტაში გაიტანა 2010 წლის 29 ოქტომბერს, ფრაიბურგის კარში, სადაც ბაიერნმა მოიგო 4-1.

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გადავიდა „რეალ მადრიდში“ 20 მლნ ევროდ.

ეროვნული ნაკრები

ფაილი:Toni Kroos.jpg
ტონის აძლევს ინტერვიუს გერმანია-თურქეთის (3-0) მატჩის შემდეგ 2010 წლის 20 ოქტომბერს ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე.

ახალგაზრდული ნაკრებები

2007 წლის 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე კროოსი დაჯილდოვდა ოქროს ბურთით, როგორც გათამაშების საუკეთესო ფეხბურთელი და ვერცხლის ბუცით 5 გოლის გატანის შემდეგ.[5] კროოსის დებიუტი გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრებში შედგა 2008 წლის 5 სექტემბერს 2009 წლის ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ და გაიტანა გოლი მე-11 წუთზე,[6] მეორე გოლი კი გაიტანა იტალიელ თანატოლებთან მატჩში, სადაც მისმა ნაკებმა 1-0 გაიმარჯვა. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა, ჰორსტ ჰრუბეშმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ის არ შეიყვანა 2009 წლის ჩემპიონატის განაცხადში.[7]

2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

2010 წლის იანვარში, კროოსი გამოიძახეს გერმანიის ეროვნულ ნაკრებში საწვრთნელ შეკრებაზე[8] და შეიყვანეს არგენტინის ნაკრებთან გასამართი ამხანაგური მატჩისთვის 2010 წლის 3 მარტს, სადაც შედგა მისი სანაკრებო დებიუტი.[9] კროოსი ნაკრების მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა შიეყვანა 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის სანაკრებო განაცხადში. მისი დებიუტი ჩემპიონატზე შედგა განის ნაკრებთან მატჩში, შემოვიდა მე-80 წუთზე, მისმა ნაკრებმა კი მოიგო 1-0. მან ასევე ითამაშა მეოთხედფინალში არგენტინასთან, ნახევარფინალში ესპანეთთან და მესამე ადგილისთვის მატჩში ურუგვაის ნაკრებთან.

ევრო 2012

2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებში კროოსი იყო ნაკრების ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი, ითამაშა ათი შესაძლებელი მატჩიდან რვაში. გერმანიამ მოიგო ათივე მატჩი ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფში. კროოსმა გაიტანა ორი გოლი ამ პერიოდში ამხანაგურ მატჩებში, ორივე მარჯვენა ფეხით.

ჩემპიონატზე კროოსმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში შეცვლიდან ითამაშა. ნახევარფინალში კი იტალიის ნაკრების წინააღმდეგ ლევმა ის ძირითად შემადგენლობაში დააყენა იტალიელი ანდრეა პირლოს გასანეიტრალებლად მოედნის ცენტრში. ლევის ეს გადაწყვეტილება შემდგომში მკაცრად იქნა გაკრიტიკებული, რადგან გერმანიამ 1-2 წააგო.[10][11]

მუნდიალი 2014

2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კროოსი უკვე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი იყო. მან გააკეთა საგოლე გადაცემა კუთხურიდან პირველივე მატჩში პორტუგალიის წინააღმდეგ და გოლი გაატანინა ჰუმელსს. ასევე მისი პასი გაიტანა ჰუმელსმა გოლი მეოთხედფინალურ მატჩში საფრანგეთის წინააღმდეგ. ნახევარფინალში ბრაზილიის ნაკრებთან შეხვედრისას კროოსმა გაუკეთსა საგოლე გადაცემა თომას მიულერს, რომელმაც გახსნა ანგარიში, ხოლო თავად გაიტანა ორი გოლი და დასახელდა მატჩის, რომელიც გერმანიამ 7-1 მოიგო, საუკეთესო მოთამაშედ.

სანაკრებო გოლები

გოლი თარიღი ადგილი მეტოქე გატანა შედეგი გათამაშება
1. 6 სექტემბერი, 2011 PGE არენა გდანსკი, გდანსკი, პოლონეთი ესკიზის შექმნის შეცდომა:  პოლონეთი 1–1 2–2 ამხანაგური მატჩი
2. 11 ნოემბერი, 2011 ეროვნული ოლიმპიური სპორტული კომპლექსი, კიევი, უკრაინა უკრაინის დროშა უკრაინა 2–1 3–3 ამხანგური მატჩი
3. 12 ოქტომბერი 2012 ავივა, დუბლინი, ირლანდია ირლანდიის დროშა ირლანდია 5–0 6–1 მუნდიალი 2014-ის საკვალიფიკაციო ეტაპი
4. 6–0
5. 6 სექტემბერი 2013 ალიანს არენა, მიუნხენი, გერმანია ესკიზის შექმნის შეცდომა:  ავსტრია 2–0 3–0 მუნდიალი 2014-ის საკვალიფიკაციო ეტაპი
6. 8 ივლისი 2014 მინეირანი, ბელუ ორიზონტი, ბრაზილია ბრაზილიის დროშა ბრაზილია 3–0 7–1 მუნდიალი 2014
7. 4–0

ტიტულები

საკლუბო

გერმანიის დროშა ბაიერნი:(11)

ესპანეთის დროშა რეალ მადრიდი:(19)

სანაკრებო

გერმანიის დროშა გერმანია

ინდივიდუალური

  • ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ოქროს ფეხბურთელი: 2006
  • ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი: 2007: საუკეთესო ბომბარდირი
  • 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: 2007: ოქროს ბურთი
  • 17-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი: 2007: ვერცხლის ბუცი
  • Fritz-Walter-Medal 2008, ოქროს მედალი (კატეგორია U18)[12]

კარიერის სტატისტიკა

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

საკლუბო სტატისტიკა ჩემპიონატი Cup ლიგის თასი საკონტინეტთაშორისო ჯამში
კლუბი ჩემპიონატი სეზონი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი მატჩი გოლი
გერმანია ჩემპიონატი გერმანიის თასი სუპერთასი ევროთასები ჯამში
რეგიონალლიგა 2007–08 12 3 12 3
ბაიერნი გერმანია 2007–08 12 0 2 0 0 0 6 1 20 1
ბაიერნი II მე-3 ლიგა 2008–09 1 1 1 1
ბაიერნი ბუნდესლიგა 2008–09 7 0 1 1 0 0 8 1
ბაიერ 04 ლევერკუზენი 10 1 3 0 13 1
2009–10 33 9 2 0 35 9
ბაიერნი 2010–11 27 1 3 1 7 0 37 2
2011–12 30 4 5 1 13 2 48 7
კარიერის სტატიტიკა 132 19 16 3 0 0 26 3 174 25

პირადი ცხოვრება

ის არის „ბრემენის ვერდერის“ ფორვარდის, ფელიქს კროოსის ძმა. მისი მამა მუშაობს როსტოკის „ჰანზას“ 19-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად[13]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

  1. Kroos auf Leihbasis zu Bayer German. kicker sportmagazin (31 January 2009). ციტირების თარიღი: 31 January 2009.
  2. FCB vow to nurture and protect Kroos’ rare talent. FC Bayern (19 September 2007). ციტირების თარიღი: 19 September 2007.
  3. Hitzfeld's Review. FC Bayern (21 May 2007). ციტირების თარიღი: 28 May 2007.
  4. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  5. Shining Starlets Pocket Prizes. FIFA (9 September 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 სექტემბერი 2007. ციტირების თარიღი: 9 September 2007.
  6. Kroos scores in his first match. German Football Association (5 September 2008). ციტირების თარიღი: 5 September 2008.
  7. Darum sind Kroos und Baumjohann nicht dabei German. tz-online.de (13 June 2009). ციტირების თარიღი: 12 December 2011.
  8. Robert Huth ist wieder da German. kicker sportmagazin (21 January 2010). ციტირების თარიღი: 22 January 2010.
  9. DFB-Team mit Müller und Kroos German. kicker sportmagazin (26 February 2010). ციტირების თარიღი: 26 February 2010.
  10. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  11. Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
  12. Florian Jungwirth erhält Fritz-Walter-Medaille in Silber German. TSV 1860 Munich Official Website (24 July 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 25 July 2007.
  13. Roland Kroos: “Jungs sind immer am Limit“ German. fc-hansa.de (17 December 2009). ციტირების თარიღი: 5 January 2010.

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:გერმანიის შემადგენლობა 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე თარგი:გერმანიის შემადგენლობა 2020 წლის ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე