შინაარსზე გადასვლა

ლუ (სახელმწიფო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე V საუკუნეში

ლუს სახელმწიფო, (Script error: No such module "Lang-zh".)[1]ჯოუს დინასტიის ვასალური სახელმწიფო, ჩინეთის ისტორიის ჩუნციუს პერიოდში. სათავადო დაარსდა ჩვენს წელთაღრიცხვამდე Х საუკუნეში, მისი მმართველები თავის გვარად იყენებდნენ „ჯი“-ს. პირველი მმართველი იყო ბოკინი (Script error: No such module "Lang-zh".),[1] სახელი დაახლოებით ითარგმნება როგორც „მხეცების წინამძღვარი“). მისი ტერიტორია მოიცავდა დღევანდელი შანდუნის ცენტრალურ და სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიას, ხოლო დედაქალაქი იყო ციუიფუ. მას ჩრდილოეთიდან ცის, ხოლო სამხრეთიდან ჩუს ძლიერი სახელმწიფოები ესაზღვრებოდა. ქრისტეშობამდე 684 წელს მათ ჩაბშაოს ბრძოლაში ცის შემოტევა მოიგერიეს, თუმცა ჩუნციუს პერიოდს ლუს სახელმწიფოს შესუსტება მოჰყვა. ლუს პოლიტიკური ძალაუფლება საბოლოოდ გაიყო სამ ძლიერ მემამულეს: ჯისუნს, მენგსუნს და შუსუნს შორის (სამივე მათგანი ლუს მმართველის ხუანის შვილი იყო). მენგსუნის და შუსუნის ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა ცის სამეფომ, ხოლო ჯისუნმა შექმნა ცალკე სახელმწიფო, რომელსაც „ბი“ (费) უწოდა. ძველი წელთაღრიცხვით 256 წელს ჩუს სამეფომ მოახდინა ლუს სამეფოს საბოლოო ანექსია.

ლუ იყო კონფუცის სამშობლო. გაზაფხულის და შემოდგომის ანალები დაიწერა ლუს ისტორიის მიხედვით.[2] ჩინეთის ისტორიის შესახებ მეორე დიდი ნამუშევარი ძო ჯუანი (ძოს ანალები) ასევე ლუში დაიწერა.

ლუს მმართველების სია

  • ხიაო 796-769;
  • ხუი 768-723;
  • ინი 722-712;
  • ხუანი 711-694;
  • ჯუანგი 693-662;
  • მინი 661-660;
  • ხი 659-627;
  • ვენი 626-609;
  • ხუანი 608-591;
  • ჩენგი 590-573;
  • ხიანგი 572-542;
  • ჯაო 541-510;
  • დინგი 509-495;
  • აი 494-477;

სქოლიო

  1. 1.0 1.1 Lu Feudal Lords. Chinaknowledge.de. ციტირების თარიღი: November 5, 2010.
  2. Spring and Autumn Annals

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted