მააკია
იერსახე
მააკია (ლათ. Maackia) — ფოთოლმცვივან მცენარეთა გვარი პარკოსანთა ოჯახისა. აღმოსავლეთაზიური გვარია. შეიცავს 5-6 სახეობას. ყოფილ სსრკ-ში ბუნებრივად გავრცელებულია მხოლოდ 1 სახეობა — ამურის მააკია (ლათ. Maackia amurensis). ხშირვარჯიანი ხეა, რომლის სიმაღლე 15-20 მ აღწევს. მისი ფოთლები და ნორჩი ყვავილები დაფარულია აბრეშუმისებრი ბუსუსით.
მეტწილად იზრდება შორეულ აღმოსავლეთში, კორეასა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში. კულტივირებულია დეკორატიულ მცენარედ, აგრეთვე ხევებისა და ფერდობების გასამაგრებლად. კარგად ხარობს ბათუმის ბოტანიკურ ბაღში. აქვს მაგარი და ძნელად ლპობადი მერქანი, რომელსაც სახარატო და სადურგლო საქმეში იყენებენ.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 320.