მანანა სანაძე
იერსახე
მანანა სანაძე | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების სახელი | მანანა ვლადიმერის ასული სანაძე |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
მოქალაქეობა | საქართველო |
პროფესია | ქართველი ისტორიკოსი-თურქოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002). |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ჯილდოები | ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო პრემია, 1982; ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 1970; ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 1969 |
საიტი | http://www.ug.edu.ge/ |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მანანა ვლადიმერის ასული სანაძე (დ. 28 სექტემბერი, 1953, თბილისი) — ქართველი ისტორიკოსი-თურქოლოგი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (2002), პროფესორი (2002).
ბიოგრაფია
- 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის აღმოსავლეთის ქვეყნების ქვეყნათმცოდნეობის განყოფილება (თურქეთის ისტორიის სპეციალობით).
- 1975-1996 თსუ-ს საქართველოს ისტორიის კათედრა. ასპირანტი (1975—1978); კათედრის ლაბორანტი (1979—1982); კათედრის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (1982—1989); კათედრის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი(1989—1996).
- 1992-1993 საქართველოს სახელმწიფო მეთაურის აპარატის მთავარი სპეციალისტი.
- 1996-2003 თსუ-ს საქართველოს ისტორიის წყაროებისა და ისტორიოგრაფიის შემსწავლელი კვლევითი ლაბორატორიის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
- 1998-დან შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის მზრუნველთა საბჭოს წევრი.
- 1999-2000 სამეცნიერო-ტექნიკური ლიცეუმის პრორექტორი ჰუმანიტარული განხრით.
- 1999-2000 საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიისა და კულტურის კათედრის პროფესორი.
- 2004-იდან არის საქართველოს უნივერსიტეტის (2007 წლის ოქტომბრამდე საქართველოს საზოგადოებრივ მეცნიერებათა უნივერსიტეტი) რექტორი.
- 1980 დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 2002 წელს — სადოქტორო დისერტაციები.
- გამოქვეყნებული აქვს 50-ზე მეტი სამეცნიერო შრომა , მათ შორის 6 მონოგრაფია.
მნიშვნელოვანი შრომები
- გლეხობა დასავლეთ საქართველოში XV-XVII საუკუნეებში. ”მეცნიერება”, თბ. 1979;
- ქართლის ცხოვრება, წიგნი I, ”ზვარი”, თბ. 1992 (ნ.შოშიაშვილთან ერთად);
- ქართლის ცხოვრება, წიგნი I, მეორე შევსებული გამოცემა, ”ნეკერი”, თბ. 1994 (ნ.შოშიაშვილთან ერთად)
- ქართლის ცხოვრება, წიგნი II, მეორე შევსებული გამოცემა, ”ზვარი”, თბ. 1998 (ნ.შოშიაშვილთან ერთად)
- საქართველოს ისტორია. ანტიკური ხანა და შუასაუკუნეები, ”საქართველოს მაცნე”, თბ. 2003 (თამაზ ბერაძესთან ერთად)
ჯილდოები
- ახალგაზრდა მეცნიერთა საუნივერსიტეტო პრემია, 1982
- ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 1970
- ჭადრაკში საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი, 1969