მარიეტა ბლაუ
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდ. ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დასაფლავებულია | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მოქალაქეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ეროვნება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საქმიანობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მუშაობის ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ალმა-მატერი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
განთქმული მოსწავლეები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
პარტნიორ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
სამეცნიერო ხარისხი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეუღლე | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მამა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დედა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
შვილ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ნათესავ(ებ)ი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
Script error: No such module "collapsible list". | |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
საიტი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში |
მარიეტა ბლაუ (გერმ. Marietta Blau; დ. 29 აპრილი, 1894 — გ. 27 იანვარი, 1970) — ავსტრიელი ფიზიკოსი.
ბიოგრაფია
მარიეტა ბლაუ დაიბადა 1894 წლის 29 აპრილს, საშუალო კლასის ებრაულ ოჯახში. მისი მშობლები, სასამართლოს ადვოკატი — მაიერ (მარკუს) ბლაუ და მისი მეუღლე, ფლორენტინა გლოდცვეიგი იყვნენ. გოგონათა უმაღლეს სკოლაში განათლების ზოგადი მოწმობის მიღების შემდეგ, რომელსაც ქალების გახანგრძლივებული განათლების ასოციაცია ხელმძღვანელობდა, მან 1914-1918 წლებში, ვენის უნივერსიტეტის ფიზიკისა და მათემატიკის ფაკულტეტებზე განაგრძო სწავლა. 1919 წელს, ბლაუმ დოქტორის ხარისხი მოიპოვა[1]. მისი სახელი, ფოტოგრაფიული ბირთვული ემულსიის განვითარებასთან ასოცირდება. ამასთან დამატებით, მან ჩამოაყალიბა მეთოდი, რომლითაც სიზუსტით შეისწავლიდა კოსმიური სხივების მოვლენით გამოწვეულ რეაქციებს. მისმა ბირთვულმა ემულსიამ, მრავალმნიშვნელოვნად განავითარა იმ დროის ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა. 1950 წელს, ერვინ შრედინგერთან ერთად, ბლაუ ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი[2].
მეორე მსოფლიო ომამდე
1919-1923 წლებში, ბლაუს სხვადასხვა თანამდებობები ეკავა ავსტრიის და გერმანიის ინდუსტრიულ და საუნივერსიტეტო კვლევით ინსტიტუტებში. 1921 წელს, იგი ბერლინში გადავიდა, სადაც, რენტგენის მილების დამამზადებლად მუშაობდა. აღნიშნული თანამდებობა მან იმის გამო დატოვა, რომ ფრანკფურტის იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთეს სახელობის უნივერსიტეტის სამედიცინო ფიზიკის ინსტიტუტის ასისტენტი გამხდარიყო. 1923 წლიდან, მარიეტა ბლაუ ვენაში მდებარე ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის რადიუმის კვლევით ინსტიტუტში მეცნიერად მუშაობდა, ანაზღაურების გარეშე. ავსტრიის საუნივერსიტეტო ქალების ასოციაციის დაფინანსებით, მას გეტინგენსა და პარიზში კვლევების ჩატარების შესაძლებლობა მიეცა (1932/1933).
ვენაში მოღვაწეობის პერიოდში, მარიეტა ბლაუს მთავარ ინტერესს, ნაწილაკების გამოვლენის ფოტოგრაფიული მეთოდის განვითარება წარმოადგენდა. მეთოდური მიზნები, რომელთაც იგი ისახავდა, მოიცავდა ნაწილაკების, კერძოდ, ალფა-ნაწილაკების და პროტონების გამოვლენას და ამასთანავე, მათი ენერგიის განსაზღვრას ემულსიებში დარჩენილი ნაწილის თვისებებზე დაყრდნობით. ბლაუმ განავითარა ფოტოგრაფიული ემულსიის ტექნიკა, რომელიც კოსმიური სხივების შესწავლაში გამოიყენა და გახდა პირველი მეცნიერი, რომელმაც ნეიტრონების გამოვლენის მიზნით, ბირთვული ემულსია გამოიყენა. აღნიშნული სამუშაოსთვის, 1937 წელს, მას და მის ყოფილ სტუდენტს, ჰერთა ვამბახერს, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ლიბენის პრემია მიენიჭათ.
ებრაული წარმოშობის გამო, 1938 წელს, ნაცისტური გერმანიის მიერ ქვეყნის ანექსირების შემდეგ, ბლაუს ავსტრიის დატოვება მოუხდა, რამაც მისი სამეცნიერო კარიერის სერიოზული შეფერხება გამოიწვია. თავდაპირველად, იგი ოსლოში გადავიდა. შემდეგ, ალბერტ აინშტაინის მხარდაჭერით[3], მან მეხიკოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში მასწავლებლის თანამდებობა დაიკავა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მექსიკაში არსებულმა მდგომარეობამ კვლევითი პროცესები საკმაოდ რთული გახადა მისთვის, ბლაუმ გამოიყენა შესაძლებლობა და 1944 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში გაემგზავრა.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ
ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1948 წლამდე, ბლაუ ინდუსტრიის დარგში მუშაობდა, შემდეგ კი — 1960 წლამდე, კოლუმბიის უნივერსიტეტში, ბრუკჰეივენის ეროვნულ ლაბორატორიაში და მაიამის უნივერსიტეტში მუშაობდა. ამ საგანმანათლებლო დაწესებულებებში, იგი პასუხისმგებელი იყო ნაწილაკების დამაჩქარებელში განხორციელებულ მაღალი ენერგიის ექსპერიმენტებში ნაწილაკების გამოვლენისთვის საჭირო ფოტოგრაფიული მეთოდის გამოყენებაზე.
1960 წელს, მარიეტა ბლაუ ავსტრიაში დაბრუნდა და 1964 წლამდე, კვლავ ანაზღაურების გარეშე აწარმოებდა სამეცნიერო სამუშაოებს რადიუმის კვლევით ინსტიტუტში. 1962 წელს, მან ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ერვინ შრედინგერის პრემია მიიღო[4], თუმცა, ბლაუს აკადემიაში გაწევრიანების მცდელობა, წარუმატებელი აღმოჩნდა[5].
გარდაცვალება
მარიეტა ბლაუ 1970 წლის 27 იანვარს, სიმსივნით გარდაიცვალა. მისი დაავადება დაკავშირებული იყო რადიოაქტიურ ნივთიერებებზე საფრთხის შემცველ მუშაობასთან და წლების მანძილზე თამბაქოს მოხმარებასთან.
ლიტერატურა
- Robert Rosner & Brigitte Strohmaier (eds.): Marietta Blau – Sterne der Zertrümmerung. Biographie einer Wegbereiterin der modernen Teilchenphysik. Böhlau, Vienna 2003, ISBN 3-205-77088-9 (in German)
- Brigitte Strohmaier & Robert Rosner: Marietta Blau – Stars of Disintegration. Biography of a pioneer of particle physics. Ariadne, Riverside, California 2006, ISBN 978-1-57241-147-0
- Leopold Halpern & Maurice Shapiro: "Marietta Blau" in Out of the Shadows: Contributions of Twentieth-Century Women to Physics, Nina Byers and Gary Williams, ed., Cambridge University Press 2006 ISBN 978-0-521-82197-1.
რესურსები ინტერნეტში
- "Marietta Blau" in CWP at UCLA
- Rentetzi, Maria "Marietta Blau", Jewish Women: A Comprehensive Historical Encyclopedia
- Sime, Ruth Lewin, "Marietta Blau: Pioneer of Photographic Nuclear Emulsions and Particle Physics", Physics in Perspective, 15 (2013) 3–32
სქოლიო
- ↑ Marietta Blau.Jewish Women's Archive
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- ↑ Marietta Blau, Pionera de la física de partículas que vino a México recomendada por Einstein. Diario Judío (ესპანური)
- ↑ Preisträger und Preisträgerinnen des Erwin Schrödinger-Preises German. Austrian Academy of Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აგვისტო 2011. ციტირების თარიღი: 24 August 2011.
- ↑ Marietta Blau Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Unlearned lessons
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted