მარკ სტარზი (საფეხბურთო კლუბი)
ფაილი:Mark Stars.jpg | |
სრული სახელი | საფეხბურთო კლუბი მარკ სტარზი |
---|---|
დაარსდა | 2012 |
პრეზიდენტი | ესკიზის შექმნის შეცდომა: კელვინ ოტუსი |
მწვრთნელი | საქართველოს დროშა დავით ქოქიაშვილი |
ლიგა | მეორე ლიგა |
პირველი ლიგა 2016 | მე-7 ადგილი,თეთრი ჯგუფი (გავარდა მეორე ლიგაში) |
საიტი | ოფიციალური საიტი |
„მარკ სტარზი“ — საქართველოს საფეხბურთო კლუბი ქალაქ თბილისიდან. დაარსდა 2012 წელს.
ისტორია
კლუბი დაარსდა 2012 წელს, ყოფილი ნიგერიელი ფეხბურთელის, კელვინ ოტუსის მიერ. სწორედ ის იმყოფება კლუბის ამჟამინდელი მფლობელი და პრეზიდენტი. ერთ-ერთ ინტერვიუში ოტუსმა განაცხადა, რომ მას სურს „მარკ სტარზი“ აქციოს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულ გუნდად, რომელიც ქართველ გულშემატკივრებს ევროტურნირებზე ასპარეზობით გაახარებს. 2015-2016 წლების სეზონში „მარკ სტარზმა“ ჩემპიონატი პირველ ადგილზე დაასრულა, რის შედეგადაც მეორე ლიგიდან პირველში აღზევდა, თუმცა შემდგომი წელი გუნდისთვის წარუმატებელი გამოდგა, „მარკ სტარზმა“ მხოლოდ ერთი თამაში მოიგო და შედეგად ისევ მეორე ლიგაში დაბრუნდა.
2018 წლის სეზონი გუნდისთვის ძალიან ცუდი გამოდგა. სეზონის განმავლობაში კლუბმა ორი მწვრთნელი გამოიცვალა საბოლოოდ კი გუნდი ლიგა 3-დან რეგიონულ ლიგაში დაქვეითდა, ამის შემდეგ გუნდმა დიდი ფინანსური კრიზისი განიცადა.
2019 წელი „მარკ სტარსის“ არსებობისთვის უკანასკნელი გამოდგა და გუნდი ჩემპიონატის დასრულებამდე 8 ტურით ადრე მოხსნეს გათამაშებიდან დაგროვილი დავალიანების გამო.
მთავარი მწვრთნელები :
პერიოდი | მწვრთნელები |
2012–2013 | თენგიზ სულაქველიძე (უმცროსი) |
2013–2014 | დავით მაჩიტიძე |
2014–2015 | დავით თაქთაქიშვილი |
2015 ბოლოს | კახაბერ კეკელიძე |
2015–2016 | თენგიზ სულაქველიძე (უმცროსი) |
2016–2017 | დავით ქოქიაშვილი |
2018 | კახა გოგიჩაიშვილი |
2018 | გიორგი ფეიქრიშვილი |
2019 | კახაბერ კეკელიძე |
მიღწევები
საქართველო
- მეორე ლიგა (ცენტრალური ზონა)
- გამარჯვებული (1): 2015–16
- რამაზ შენგელიას სახელობის თასი
- გამარჯვებული 2012–2013
- ფინალისტი: 2014–2015
რესურსები ინტერნეტში
- კლუბის ოფიციალური Facebook გვერდი
- საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურ საიტზე
- გაზეთ „ლელოს“ ოფიციალურ საიტზე
Sportall.ge · MySports.ge Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted · Goal.ge |
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted