მახრჩობელები
იერსახე
მახრჩობელები (ლათ. Boinae) — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისა. პითონებისაგან განსხვავებით, მახრჩობელებს არ გააჩნიათ თვალზედა ძვალი და ყბათაშორის ძვლებზე კბილები. ქვეოჯახი აერთიანებს 5 გვარს, 28 სახეობით. გავრცელებულნი არიან როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ ნახევარსფეროებში: ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, აფრიკა, სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია. მახრჩობელათა ზომები ძალზე ცვალებადია. ქვეოჯახის ცენტრული გვარია ბოა, რომელიც 3 სახეობას შეიცავს, მათ შორის ჩვეულებრივ მახრჩობელას (Boa constrictor), რომლის სიგრძე 2-3 მეტრს (მაქს. 5,5 მ.) აღწევს, გავრცელებულია მექსიკიდან არგენტინამდე.
გვარი
გვარი[1] | ტაქსონის ავტორი[1] | სახეობათა რაოდენობა[1] | ქვესახეობათა რაოდენობა[1] | სახელწოდება[1] | გავრცელების არეალი |
---|---|---|---|---|---|
ბოაT | ლინე, 1758 | 4 | 9 | ბოა | მექსიკა, ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, მადაგასკარი, რეიუნიონი. |
Candoia | გრეი, 1842 | 4 | 2 | წყნარი ოკეანის მახრჩობელები | ახალი გვინეა, მელანეზია. |
Corallus | Daudin, 1803 | 7 | 2 | ხის მახრჩობელები | ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, კარიბის კუნძულები. |
Epicrates | Wagler, 1830 | 10 | 21 | ბრტყელტუჩიანი მახრჩობელები, ცისარტყელასებრი მახრჩობელები | ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, კარიბის კუნძულები. |
Eunectes | Wagler, 1830 | 3 | 1 | ანაკონდები | ტროპიკული სამხრეთ ამერიკა: კოლუმბიიდან და ვენესუელიდან - სამხრეთით არგენტინამდე. |
T) ტიპური გვარი.
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Boinae (TSN 634391). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა. Retrieved on 8 ივლისი 2008.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted