მგლის სოკო
იერსახე
მგლის სოკო (ლათ. Coprinus micaceus) — ქუდიანი სოკო კოპრინასებრთა ოჯახისა. აქვს ზარისებრი, მოყვითალო-მურა, ცენტრში უფრო მუქი ქუდი, რომლის დიამეტრია 3-6 სმ; დაფარულია მბზინავი ქერცლით, რომელიც მალევე ქრება. ფირფიტები ჯერ თეთრია, შემდეგ შავი. ფეხი თეთრია, იზრდება ადრე გაზაფხულიდან ზამთრის პირამდე ჯგუფებად, დამპალ ხეებზე და მათ ახლოს, აგრეთვე ნაკელიან ადგილებზე. იჭმევა ნორჩი.
ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 527.