მეირმეობა
იერსახე
მეირმეობა — მეცხოველეობის დარგი, რომლის დანიშნულებაა ჩრდილოეთისა და საპანტო ირმების მოშენება და გამოყენება. ჩრდილოეთი მეირმეობა უკიდურესი ჩრდილოეთი სოფლის მეურნეობის მნიშვნელოვანი დარგია. სამეცნიერო-კვლევით მუშაობას ჩრდილოეთ მეირმეობაში ატარებს მაგადანის, იაკუტისა და სოფლის მეურნეობის სხვა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები.
საპანტო მეირმეობაში ამრავლებენ ხალებიან ირმებს, მარალსა და იზიუბრს პანტის (დოყის), ხორცისა და ზამშისათვის.
ლიტერატურა
- ენუქიძე გ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 552.