მელკონოვ-ეზეკოვის სახლი
მელკონოვ-ეზეკოვის სახლი რუს. Дом Мелконова-Езекова | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted ჩერნოვის სახლი (მარცხნივ) და მელკონოვ-ეზეკოვის სახლი (მარჯვნივ) | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მდებარეობა | დონის როსტოვი |
ტიპი | მოდერნი |
გახსნის თარიღი | XX საუკუნის დასაწყისი |
მელკონოვ-ეზეკოვის სახლი (რუს. Дом Мелконова-Езекова) — შენობა დონის როსტოვში. მდებარეობდა დიდი სადოვაიის ქუჩისა და ვოროშილოვის პროსპექტის გადაკვეთაზე. აგებულია XX საუკუნის დასაწყისში მოდერნის სტილში[1]. ოქტომბრის რევოლუციის პერიოდში შენობა დაანგრიეს.
ისტორია
XIX საუკუნის ბოლოს დიდი სადოვაიის ქუჩისა და დიდი პროსპექტის (ამჟამად ვოროშილოვის პროსპექტი) გადაკვეთაზე ააშენეს სახლი, რომლის მფლობელი იყო ნახიჩევანელი მოვაჭრეთა ოჯახის ცნობილი წარმომადგენელი გავრილ მელკონოვ-ეზეკოვი, რომელსაც მოსახლეობა „მეფის შალს“ უწოდებდა.
სახლის მშენებლობასთან დაკავშირებულია ქალაქური ლეგენდა მეცხენე კარაპეტ ჩერნოვსა და შალის მწარმოებელ მელკონოვ-ეზეკოვის დავის შესახებ. იმის გასაგებად თუ რომელი უფრო მდიდარი იყო მათ გადაწყვიტეს აეშენებინათ სახლები დიდი სადოვაიის ქუჩისა და დიდი პროსპექტის გადაკვეთაზე ერთმანეთის პირდაპირ. კამათში გაიმარჯვებდა ის ვისი სახლიც იქნებოდა ბრწყინვალე. თავდაპირველად სახლები იყო სამსართულიანი, მაგრამ როდესაც დონის როსტოვში დაიწყო მშენებლობის ბუმი, ორივე მეწარმემ გადაწყვიტა სახლისთვის დაეშენებინათ კიდევ ორი სართული. შედეგად მელკონოვ-ეზეკოვის სახლი გუმბათის წყალობით რამდენიმე მეტრით მაღალი აღმოჩნდა. ჩერნოვმა გუმბათის დადგმა ვეღარ შეძლო. სამაგიეროდ მან დაამატა სვეტები, რის გამოც ადგილობრივი მოსახლეობა მას უწოდებდა სახლს „სვეტებით სახურავზე“[1].
ორივე სახლი აგებული იყო ეკლექტიკის სტილში. XX საუკუნის დასაწყისში კი გადააკეთეს მოდერნის სტილში.
საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მელკონოვ-ეზეკოვის სახლის პირველ სართულზე მოქმედებდა კინოთეატრი „კოლიზეუმი“. კინოთეატრის სცენაზე 1920-იან წლებში გამოვიდა პოეტი სერგეი ესენინი.
მეორე მსოფლიო ომის დროს შენობას დაეცა ავიაბომბი და ნაწილობრივ დაინგრა. ომის შემდგომ სახლი მთლიანად დაანგრიეს, მისი აგურის მასალები გამოიყენეს მის ადგილზე აგებული საცხოვრებელი სახლის მშენებლობისთვის. 1953 წლიდან 2000-იანი წლების ბოლომდე ახალ შენობაში განთავსებული იყო კინოთეატრი „Буревестник“. ამჟამად ამ შენობაში მოქმედებს რუსეთის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი სამხრეთის ფედერალურ ოლქში.
რესურსები ინტერნეტში
- Дом Мелконова-Езекова — место отдыха городской интеллигенции Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted. Все памятники архитектуры.
- Архитектура Ростова-на-Дону. Часть 2-я. Дома Чернова и Мелконова-Езекова
- Дом Мелконова-Езекова
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted