შინაარსზე გადასვლა

მემორანდუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted თარგი:მრავალმნიშვნელოვნება/დიზაინი მემორანდუმი (ლათ. memorandum — რაც უნდა გვახსოვდეს) — დიპლომატიური დოკუმენტი, რომელშიც დეტალურად არის ჩამოყალიბებული რაიმე საკითხის ფაქტობრივი ან იურიდიული ანალიზი, ან სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციაა განმარტებული. [1]

მემორანდუმი შეიძლება იყოს ორი სახის:

  • იგი წარმოადგენს დანართს პირადი ან ვერბალური ნოტისათვის;
  • იგი არის დამოუკიდებელი დოკუმენტი, რომელიც გადაიცემა პირადად ან კურიერის მეშვეობით. პირველ შემთხვევაში მემორანდუმი იბეჭდება უგერბო ფურცელზე; არ აღინიშნება ნომერი, ბეჭედი, გაგზავნის ადგილი, თარიღი და მისამართი.

როდესაც მემორანდუმი დამოუკიდებელი დოკუმენტია, იგი იბეჭდება სანოტო ქაღალდზე, რომელზეც აღინიშნება გაგზავნის ადგილი და თარიღი, თუმცა ნომერი და ბეჭედი არ ისმება.

ხშირია ცალკეულ სახელწიფოთა მიერ მემორანდუმის გამოქვეყნება მნიშვნელოვან საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით.

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted