მინდვრის ქამა
იერსახე
მინდვრის ქამა (ლათ. Agaricus arvensis) — ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახისა. ქუდის დიამეტრი 5-15 სმ აღწევს, ჯერ ამობურცულია, შემდეგ კი თითქმის ბრტყელი, სადა, შიშველი ზედაპირი აქვს, თეთრია, ზოგჯერ კი მოყვითალო ლაქები ემჩნევა. შეხებისას ყვითლდება. ფეხზე ორშრიანი საყელო აქვს. ფირფიტები თავდაპირველად თეთრია, შემდეგ — ვარდისფერი და ბოლოს — თითქმის შავი. იზრდება ტყისპირებზე, მინდვრებზე ივნისიდან ოქტომბრამდე, საჭმელად იხმარება ახალი. გემოთი ქამას წააგავს.
ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1983. — გვ. 708.