მირტისებრნი
იერსახე
მირტისებრნი (ლათ. Myrtaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. უმეტესად მარადმწვანე ხეები და ბუჩქებია. ოჯახში 3000-მდე სახეობაა.
სახეობათა უმრავლესობა თავმოყრილია ტროპიკულ ამერიკასა და ავსტრალიაში. ყირიმში, კავკასიასა და საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე კულტივირებულია ევკალიპტი, მირტი და სხვა. ზოგიერთი სახეობის ნაყოფი იჭმება (გუაიავა, ფეიხოა და სხვა), ზოგს ძვირფასი მერქანი აქვს (განსაკუთრებით ზოგიერთი ევკალიპტი), ზოგი იძლევა ეთერზეთებსა და სუნელ-სანელებლებს (მიხაკის ხე, კაეპურის ხე და სხვა), აგრეთვე სამკურნალო ნივთიერებებს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 14.