შინაარსზე გადასვლა

მიქაელ ტარივერდიევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მიქაელ ტარივერდიევი
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
სომხ. Միքայել Թարիվերդիև
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდ. ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა კომპოზიტორი
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში
ფაილი:Commemorative plaque for Mikael Tariverdiev in Tbilisi.jpg
მემორიალური დაფა თბილისში, პ. ინგოროყვას ქ. №14

მიქაელ ლეონის ძე ტარივერდიევი (სომხ. Միքայել Թարիվերդիև, რუს. Микаэ́л Лео́нович Тариверди́ев; დ. 15 აგვისტო, 1931, თბილისი — გ. 25 ივლისი, 1996, სოჭი) — საბჭოთა კომპოზიტორი. სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1977), რსფსრ-ის სახალხო არტისტი (1986).

ბიოგრაფია

მიქაელ ტარივერდიევი დაიბადა თბილისში, მთაწმინდაზე, სომხურ ოჯახში. მამა სახელმწიფო ბანკის დირექტორი იყო და 1937 წელს რეპრესიების მსხვერპლი გახდა.[1]

სწავლობდა თბილისის 42-ე საშუალო სკოლაში და თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში შ. მშველიძესთან კომპოზიციის კლასში. 16 წლისამ დაწერა ორაქტიანი ოპერა, რომელიც თბილისის ოპერის თეატრში დაიდგა. დედის სურვილით შევიდა ერევნის სახელმწიფო კონსერვატორიაში, სადაც წელიწადნახევარი ისწავლა. ამ პერიოდში სომხური ენაც კარგად შეისწავლა. 1953-57 წლებში მოსკოვში გნესინების სახელობის მუსიკალურ–პედაგოგიურ ინსტიტუტში სწავლობდა არამ ხაჩატურიანის კომპოზიციის კლასში. ახალგაზრდა კომპოზიტორის დებიუტი მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შედგა, სადაც მისი რომანსები ზარა დოლუხანოვამ შეასრულა.

მიქაელ ტარივერდიევი 132 კინო-მუსიკის ავტორია. ასევე შექმნილი აქვს 100 რომანსი, 5 ოპერა, 4 ბალეტი და მუსიკა ორღანისთვის. კომპოზიტორს პოპულარობა მოუტანა მუსიკამ კინოფილმებისთვის, განსაკუთრებით, ფილმებისთვის —„გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება“ და „ბედის ირონია, ანუ გაამოთ“.

ჯილდოები და აღიარება

ხსოვნა

  • მოსკოვში, უსიევიჩის ქ. №9 სახლზე, სადაც კომპოზიტორი ცხოვრობდა 30 წელიწადზე მეტი, დამონტაჟდა მემორიალური დაფა სამ ენოვანი (რუსული, სომხური და ქართული) წარწერით.
  • კომპოზიტორის სახელს ატარებს რუსეთში ერთადერთი ორღანისტების საერთაშორისო კონკურსი, რომელიც 1999 წლიდან იმართება კალინინგრადში ორ წელიწადში ერთხელ.
  • ტარივერდიევის სახელობისაა მოსკოვში, ოჩაკოვოს მიკრორაიონში საბავშვო მუსიკალური სკოლა
  • 1998 წელს დაწესდა მიქაელ ტარივერდიევის სახელობის პრემია საუკეთესო მუსიკისათვის რუსეთის ღია კინოფესტივალის, კინოტავრის კონკურსის ფარგლებში.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები