მიწაყარა
იერსახე
მიწაყარა, წოვანა [1] (ლათ. Lactarius insulsus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა. მისი ქუდის დიამეტრი 15 სმ აღწევს. მოყვითალოა, ტალღოვანი, ტიტველი, შეკეცილკიდეებიანი, კიდეებისკენ კონცენტრული ზოლები დაჰყვება. ფეხი თეთრია და მოყვითალო ჩაღრმავებული ლაქები აქვს. ფირფიტები მოთეთრო-მოყვითალოა, რბილობი თეთრი; გადატეხისას გამოყოს თეთრ, ძალიან ცხარე რძის მაგვარ სითხეს. იზრდება ფოთლოვან ტყეში, განსაკუთრებით მუხნარში, ზაფხულში და შემოდგომით, საჭმელად იხმარება დამწნილებული.
ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 37.
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted