მიხეილ ანდრონიკოვი
მიხეილ ანდრონიკაშვილი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
გაუჩინარდა | Script error: No such module "Separated entries". |
გარდაცვალების თარიღი | Script error: No such module "Separated entries". |
დაკრძალულია | Script error: No such module "Separated entries". |
საქმიანობა |
ტიტულარული მრჩეველი მწერალი ავანტიურისტი |
წოდება | Script error: No such module "Separated entries". |
მშობლები | Script error: No such module "Separated entries". |
ხელმოწერა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მიხეილ ანდრონიკოვი (რუს. Андроников, Михаил Михайлович; დ. 1875 — გ. 1919) — რუსი თავადი და ავანტიურისტი. რუსეთის სახელმწიფო მოხელე. დაიბადა მამამისის — თავად როტმისტრის მიხეილ აბელის ძის ანდრონიკაშვილის (1852-1882) და დედამისის — სოფია აგნეს ევეს (1852-1884) ოჯახში.[1] მიხეილ აბელის ძე იყო დიდი თავადის, მიხეილ ნიკოლოზის ძის ადიუტანტი, ხოლო სოფია ევე კავალერიის გენერლის ბარონ ლეონგარდ კარლის ძის უნგერნ ფონ შტერნბერგის შვილი.
სწავლობდა პაჟესის კორპუსში, რომლიდანაც გარიცხეს 1895 წელს. ჰქონდა ტიტულარული მრჩევლის კამერ-იუნკერის ჩინი. დიდი ხნის განმავლობაში მეგობრობდა და თანამშრომლობდა რუს ავანტიურისტთან გრიგოლ რასპუტინთან. 1897 წლიდან 1914 წლამდე თანამშრომლობდა შინაგან საქმეთა ორგანოებთან. 1917 წელს ანდრონიკოვი გახდა ეჭვმიტანილი გერმანელთა სასარგებლოდ ჯაშუშობაში და აეკრძალა ცხოვრება სამხედრო მდგომარეობაში მყოფ ორივე დედაქალაქში.
1917 წლიდან იგი ქალაქ რიაზანში დასახლდა. იმავე წლის 7 თებერვალს ანდრონიკოვმა თვითნებურად ქალაქ მოსკოვში გადაინაცვლა. დროებითი მთავრობის საგანგებო სამძებრო კომისიის წარდგინებით, ამავე წლის 23 მარტიდან 1 ივლისამდე იმყოფებოდა საპატიმროში, პეტრე-პავლეს ციხის ტრუბეცკის ბასტიონში. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მიიღო ჩეკა-ს წოდება ქალაქ კრონშტადტისათვის.
ერთხანს დაპატიმრებული იყო ქრთამის აღების მიზნით (2 000 000 რუბლი ოქროს სახით). დიდი მთავრის, ალექსანდრესა და მისი მეუღლის, ქსენიასაგან ოქროთი ორი მილიონის აღების შესახებ გაიგო „ვეჩეკა-ს” თავმჯდომარის მოადგილემ, გლებ ბოკიმ და გერმანიის იმპერიის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით იგი ბოლშევიკებმა 1919 წელს დახვრიტეს. საკუთრივ ბრალდება არც ერთ შემთხვევაში არ ყოფილა დამტკიცებული.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
- ↑ Катин-Ярцев М. Ю. (с дополнениями С. В. Думина и Ю. К. Чиковани)., Князья Андрониковы и Эндрониковы (Андроникашвили) // Дворянские роды Российской империи / Авторы-составители: Станислав Думин, Юрий Чиковани, Пётр Гребельский, Михаил Катин-Ярцев, Андрей Шумков, ტ. 4, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: «Ликоминвест», 1998. — გვ. 125, თარგი:Nobr.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted