მიხეილ ტუხაჩევსკი
მიხეილ ტუხაჩევსკი | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
დაბადების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
დაბადების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების თარიღი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
გარდაცვალების ადგილი | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯარის სახეობა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
წოდება | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მეთაურობდა | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ბრძოლები/ომები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
ჯილდოები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მიხეილ ნიკოლოზის ძე ტუხაჩევსკი (რუს. Михаи́л Тухаче́вский; დ. 16 თებერვალი, 1893 — გ. 12 ივნისი, 1937) — საბჭოთა სამხედრო მოღვაწე. წითელი არმიის ხელმძღვანელი სამოქალაქო ომის დროს. სამხედრო თეორეტიკოსი. საბჭოთა კავშირის მარშალი (1935). რეპრესირებულია 1937 წელს სამხედროების საქმის გამო. რეაბილიტირებულია 1957 წელს.
ბიოგრაფია
პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა დასავლეთის ფრონტის პირველი გვარდიული დივიზიის შემადგენლობაში. 1915 წელს გერმანელებმა ტყვედ აიყვანეს, გაგზავნეს ინგოლშტადტის ციხეში, სადაც მასთან ერთად იჯდა შარლ დე გოლი. 1917 წლის სექტემბერში ახერხებს გაქცევას და გადადის შვეიცარიაში. იმავე წლის ოქტომბერში ბრუნდება რუსეთში. დაინიშნა ასმეთაურად სემიონოვსკის პოლკში. 1918 წლის გაზაფხულიდან გადადის ბოლშევიკების მხარეს. 1918 წლის ივნისიდან წითელი არმიის ერთ-ერთი მეთაური და არმიების სარდალია. თავდაპირველად იყო ფორმირების პროცესში მყოფი აღმოსავლეთის ფრონტის პირველი არმიის სარდალი. 1918 წლის დეკემბერში სამხრეთის ფრონტის სარდლის თანაშემწე. 1919 წლის 24 იანვრიდან 15 მარტამდე სამხრეთის ფრონტის მე-8 არმიის სარდალი, შემდეგ 1919 წლის 5 აპრილიდან აღმოსავლეთის ფრონტის მე-5 არმიის სარდალი. 1919 წლის ბოლოს კოლჩაკის წინააღმდეგ მებრძოლი აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი. 1920 წლის 4 თებერვლიდან კავკასიის ფრონტის სარდალი, ხოლო ამავე წლის აპრილიდან პოლონეთ-საბჭოთა რუსეთის ომის დასავლეთის ფრონტის სარდალი. მისი ზედმეტად ტავდაჯერებული გადაწყვეტილებების გამო 1920 წლის შემოდგომაზე ეს ომი წითელი არმიის სრული კატასტროფით დასრულდა. 1921 წლის 25 ივლისს ინიშნება წითელი არმიის სამხედრო აკადემიის უფროსად. 1924 წლიდან წითელი არმიის შტაბის უფროსის, მიხეილ ფრუნზეს მოადგილეა, ხოლო ფრუნზეს გარდაცვალების შემდეგ შტაბის უფროსად ინიშნება. 1926 წლის 26 დეკემბრიდან სსრკ სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალო კომისრის მოადგილეა, 1931 წლიდან ლენინგრადის სამხედრო ოლქის სარდალი. 1935 წელს წითელი არმიის ოთხ სხვა მეთაურთან (კლიმენტ ვოროშილოვი, სემიონ ბუდიონი, ალექსანდრ ეგოროვი, ვასილი ბლიუხერი) ერთად იღებს სსრკ-ს უმაღლეს სამხედრო წოდებას საბჭოთა კავშირის მარშალი. ხდება ამ ტიტულის მატარებელი ყველაზე ახალგაზრდა ადამიანი. 1936 წელს ინიშნება სამხედრო საქმეთა სახალხო კომისრის პირველ მოადგილედ. იმავე წლის 22 მაისს დააპატიმრეს ჯაშუშობისა და ხელისუფლების შეიარაღებული გზით ჩამოგდების მცდელობის ბრალდებით. წითელი არმიის სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად დახვრიტეს 1937 წლის 12 ივნისს.
რესურსები ინტერნეტში
- Соколов Б. В. Тухачевский: Жизнь и смерть красного маршала
- Арзаканян М. Ц. Шарль де Голль и Михаил Тухачевский // Вопросы истории. 2008. № 3. — «Август 1914-го…» Сайт Юрия Бахурина Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Краснояров В. А. «Ликвидатор Тухачевский М. Н. Бумеранг возвращается.» Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- М. Н. Тухачевский. Персональный сайт
სქოლიო
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted