შინაარსზე გადასვლა

მოლიერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
[[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

მოლიერი (Molière, ნამდვილი სახელი ჟან-ბატისტ პოკლენი; დ. 15 იანვარი, 1622, პარიზი — გ. 17 თებერვალი, 1673) — ფრანგი დრამატურგი და თეატრალური მოღვაწე. ხშირად მოიხსენიებენ როგორც „კომედი ფრანსეზის“ დამაარსებელს და „მაღალი კომედიის“ ჟანრის ფუძემდებელს.

ბიოგრაფია

ჟან ბატისტ პოკლენი (Jean-Baptiste Poquelin) 1622 წლის 15 იანვარს იქნა მონათლული პარიზში, სენტ-ეუსტაშის სამრევლოში. როგორც ვარაუდობენ, იგი იმ დღეს ან, უკიდურეს შემთხვევაში წინა დღით დაიბადა. ბაბუას პატარაობიდანვე ხშირად დაჰყავდა თეატრში, რამაც თავიდანვე შთაუნერგა პატარა ჟან-ბატისტს სცენისადმი სიყვარული. 1632 წელს გარდაეცვალა დედა. ერთი წლის შემდეგ ბიჭი კლერმონის კოლეჯში შეიყვანეს, სადაც გაიცნო პრინც დე კონტი, რომელიც მომავალში მისი პროტექტორი გახდა. კოლეჯის დასრულების შემდეგ ჟან-ბატისტმა სამართალის სწავლა დაიწყო ორლეანში.

1642 წელს იგი მეფის კარზე იწყებს მუშაობას, სადაც გაიცნობს მსახიობების - ბეჟარების ოჯახს და მათთან ერთად 1643 წლის 30 ივნისს აარსებს "ბრწყინვალე თეატრს" (Illustre Théâtre). თატრის ხელმძღვანელი თავიდან მადლენ ბეჟარია, რომლის მიმართ გულგრილი არ არის მომავალი დრამატურგი. 1644 წელს დასის დირექტორი ხდება ჟან-ბატისტი და ამავე წელს ფსევდონიმად იღებს "მოლიერის" სახელს. სახელის არჩევის მიზეზი დღემდე უცნობი რჩება. თეატრის კარიერა დასაწყისში საკმაოდ წარუმატებელი აღმოჩნდა, ვალების გამო მოლიერი დაპატიმრებულიც კი იყო. იგი ტოვებს პარიზს და 11 წლის მანძილზე თავის დასთან ერთად მოგზაურობს საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში. ამ ხნის მანძილზე იგი საკმაოდ ცნობილი ხდება.

1645-1659 წლებში მოლიერი ეწევა როგორც დრამატურგიულ ასევე სამსახიობო მუშაობას. წერს თავის პირველ პიესებს, რომლებიც კომედია დელ'არტეს ძლიერ გავლენას განიცდის. 1658 წელს მოლიერის დასი პარიზში ბრუნდება. იღებს მეფის ძმის პროტექციას და დიდ წარმატებას აღწევს სამეფო კარზე. 1662 წელს ცოლად ირთავს 20 წლით უმცროს არმან ბეჟარს (სავარაუდოდ მადლენის დას ან შვილს). მასთან მოლიერს 2 შვილი ეყოლება, რომელთაგან ერთი წლინახევრის ასაკში დაიღუპება.

მოლიერის საფლავი, პერ ლაშეზის სასაფლაო, პარიზი.

1664 წელს მოლიერი დგამს ტარტიუფს, სადაც რელიგიის სიყალბეა ნაჩვენები, რასაც ძალიან დიდი სკანდალი მოჰყვება და მეფე, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, იძულებული ხდება აკრძალოს იგი. მომდევნო ორი წლის მანძილზე მოლიერი ავადმყოფობს, თუმცა ეს ხელს არ უშლის წერაში. იქმნება ისეთი შედევრები, როგორიცაა: მიზანთროპი, სადაც თავის გულისტკივილსა და ტანჯვას გამოხატავს არმანთან დაშორების გამო, უნებლიეთ ექიმი, ძუნწი, და მისი უკანასკნელი ნაწარმოები, მოჩვენებითი ავადმყოფი.

1673 წლის 17 თებერვალს, მოჩვენებითი ავადმყოფის მეოთხე წარმოდგენის დროს, სადაც თავადვე თამაშობდა მთავარ როლს, მოლიერი ცუდად ხდება. რამდენიმე საათში იგი გარდაიცვლება. მას დაკრძალავენ ღამით, ყოველგვარი ცერემონიის გარეშე, სენტ-ეუსტაშის სამრევლოს სასაფლაოზე. 1817 წელს მისი ნეშთი გადასვენებულ იქნება პერ ლაშეზის სასაფლაოზე.

შემოქმედება

მოლიერი. 1840 წელს გამოცემული კრებულის თავფურცელი.

მოლიერის პიესები ნათლად ასახავს 1660-70-იან წლების რეალობას: მაღალ საზოგადოებაში გაბატონებულ ზნე-ჩვეულებებს (მიზანთროპი), ლიბერტინაჟს (დონ ჟუანი), გაკოტრებული არისტოკრატიის სწრაფვას მდიდარ ბურჟუაზიასთან კავშირისკენ (კეთილშობილი ბურჟუები). მოლიერის პერსონაჟები განასახიებენენ არა კონკრეტულ ადამიანებს, არამედ მარადიულ სახეებს, ხასიათებს, როგორებიცაა: მლიქვნელობა, სიძუნწე, მიზანთროპია. ეს პერსონაჟები იმდენად ცოცხალ ადამიანებს წარმოადგენენ, რომ მათი სახელები თანამედროვე ლექსიკონშიც კი დამკვიდრდა: დონ ჟუანი, ტარტიუფი, არპაგონი. თავის კომედიებში მოლიერი მარტივ, ცნობილ სიუჟეტებს იღებს. ნაკლებად ზრუნავს დამაჯერებლობაზე. პერსონაჟთა უმრავლესობა კარიკატურული სახისაა, მაგრამ ამავე დროს ტიპური, სიტუაციები კი - ცოტათი უცნაური. დრამატურგი ცდილობს არა წესების დამორჩილებას, არამედ ეფექტის მოხდენას, ამიტომ კომედიებში ფანტასტიკური დასასრულიც კი შემოაქვს, თან უმეტესად კეთილი.

კომიკური სიტუაციები მოლიერთან წარმოდგენილია ჟესტიკულაციის, აკრიობატიკის, მიმიკების სახით. გვხვდება ფარსისთვის დამახასიათებელი ელემენტები: გადაცმა, დევნა, სილის გაწვნა, წუწუნი. აქვეა ურთიერთგანსხვავებული სცენების მონაცვლეობა: შეუმჩნეველი შემოსვლა, ზურგსუკან მუქარა. ჩვევებსა და ლაპარაკში კონტრასტი. ყველაზე დიდ ეფექტს კი ის ახდენს, რომ თავად პერსონაჟები ვერ ხვდებიან, რომ არიან სასაცილონი, მოწყვეტილნი რეალობიდან და ცხოვრობენ თავიანთ აზრებში, აკვიატებულ იდეებში.

მოლიერის სტილი ძალიან განსხვავებულია პერსონაჟთა მიხედვით. სხვადასხვა სოციალური კლასის თუ რეგიონის წარმომადგენლებს მათთვის დამახასიათებელი სტილით ალაპარაკებს. ამან გამოიწვია ეჭვის გაჩენა, რომ მოლიერს არ ეხერხებოდა დახვეწილი ლიტერატურული ენის გამოყენება. მაგრამ საპირისპიროს ამტკიცებს მაგალითად დონ ჟუანის მონოლოგი სიყვარულის არამდგრადობის შესახებ, სადაც დახვეწილი, არისტოკრატული პოეტური პროზაა გამოყენებული, ან კიდევ პრესიოზული დიალოგები.

მოლიერი საქართველოში

მოლიერის შემოქმედებას საქართველოსი XIX საუკუნეში გაეცნენ. მისი "სკაპენის ოინები" თარგმნა აკაკი წერეთელმა (სათაურით "სკაპენის ცუღლუტობა"). ივანე ერისთავმა (გიორგი ერისთავის ძმამ) თარგმნა და გიორგი ერისთავის თეატრში დადგა მოლიერის პიესა "უნებლიეთ ექიმი" (1852–1853 წლებში), ხოლო 1936 წელს იგივე პიესა დაიდგა მარჯანიშვილის სახელობის თეატრში. 1878 წელს ქუთაისში დაიდგა "ჟორჟ დანდენი" (გ. თუმანიშვილის თარგმანი), 1880 წელს გორში არვიცაშვილის თარგმანის მიხედვით დაიდგა "კრიჟანგი" ("ძუნწი"); 1901 წელს გამოქვეყნდა ივანე მაჭავარიანის თარგმანი "ტარტიუფი ანუ მუზმუზელა" (1921 წელს დაიდგა რუსთაველის სახელობის თეატრში), 1909 წელს – "დრამატული თხზულებანი" (გამომცემლობა "სორაპანი"). 1924 წელს რუსთაველის სახელობის თეატრში დაიდგა "გააზნაურებული მდაბიო", 1929 წელს – "ძუნწი"(აბრამიშვილის თარგმანი). 1937 წელს გამოქვეყნდა მოლიერის "კომედიების კრებული". 1938 წელს მოზარდ მაყურებელთა თეატრმა დადგა "სკაპენის ოინები", ხოლო 1943 წელს მარჯანიშვილის სახელობის თეატრმა – "ვითომდა ავადმყოფი".

ნაწარმოებები

მოლიერი. გრავიურა.
  • მფრინავი ექიმი, 1645
  • მახინჯის ეჭვიანობა, 1650
  • ქარაფშუტა, 1655
  • ტანჯვა სიყვარულისა, 1656
  • შეყვარებული ექიმი, 1658
  • სასაცილო პრეციოზები, 1659
  • სგანარელი ანუ ვითომდა რქოსანი, 1660
  • დონ გარსია დე ნავარელი ანუ ეჭვიანი პრინცი, 1661
  • ქმრების სკოლა, 1661
  • გაბრაზებულები, 1661
  • ცოლების სკოლა, 1662
  • ვერსალის ექსპრომტი, 1663
  • ძალად ქორწინება, 1664
  • ტარტიუფი, 1664
  • დონ ჟუანი, 1665
  • მკურნალი სიყვარული, 1665
  • მიზანტროფი, 1666
  • უნებლიეთ ექიმი, 1666
  • კომიკური პასტორალი, 1667
  • სიცილიელი ანუ მხატვარი სიყვარული, 1667
  • ჟორჟ დანდენი ანუ დაბნეული ქმარი, 1668
  • ძუნწი ანუ ტყუილის სკოლა, 1668
  • ბატონი დე პურსონიაკი, 1669
  • შესანიშნავი საყვარლები, 1670
  • გააზნაურებული მდაბიო, 1670
  • სკაპენის ოინები, 1671
  • მეცნიერი ქალები, 1672
  • მოჩვენებითი ავადმყოფი, 1673

რესურსები ინტერნეტში

ვიკიციტატაში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:ავტორიტეტული წყაროები

მოძიებულია „https://wiki.ge/w/index.php?title=მოლიერი&oldid=20277“-დან