მოლოზანა
იერსახე
მოლოზანა (ლათ. Viburnum orientale) — ბუჩქი ადოქსასებრთა ოჯახისა.[1] მისი სიმაღლე 2 მ აღწევს. ზედა ნაწილში 3-ნაკვთიანი კვერცხისებრი ფოთლები და ნორჩი ყლორტები აქვს. თეთრი ძაბრისებრი ყვავილები შეკრებილია ფარისებრ ყვავილებად. ნაყოფი წითელია, ოვალური და შეიცავს მცირე რაოდენობით წვენსა და ფქვილოვან რბილობს.
გავრცელებულია სომხეთსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიაში. ჩვენში უმთავრესად დასავლეთ საქართველოს მთის ქვედა და შუა სარტყელის ტყეებში იზრდება. კარგი თაფლოვანი მცენარეა.
ლიტერატურა
- ხინთიბიძე ლ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 84.
სქოლიო
- ↑ სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 14.
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted