მოლოქი
იერსახე
მოლოქი (ლათ. Moloch horridus) — ხვლიკი ჯოჯოსებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 22 სმ აღწევს. პატარა თავი და განიერი სხეული აქვს. დაფარულია მოღუნული ეკლებით, რომლებიც თვალებს ზემოთ და კეფაზე რქებს წააგავს. მოლოქი ფერს იცვლის განათებისა და ტემპერატურის მიხედვით. გავრცელებულია ავსტრალიის ქვიშიან უდაბნოებში. იკვებება ჭიანჭველებით. მრავლდება კვერცხებით. წვიმის დროს კანით შეიწოვს წყალს, რომელსაც მარაგად ინახავს.
ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 84.