მორდოვია არენა
ფაილი:IMG 2017-saransk-mordovia-arena-2.jpg მორდოვია არენის მშენებლობა სარანსკში | |
მდებარეობა | სარანსკი, რუსეთი |
---|---|
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
აშენდა | 2010-2018 |
გაიხსნა | 2018 | (დაგეგმილი)
კონსტრუქციის ღირებულება | $ 300 მილიონი |
ტევადობა |
44 442 (მსოფლიო ჩემპიონატი) 28 000 (მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ) |
გუნდები | |
მორდოვია სარანსკი |
მორდოვია არენა[1] (რუს. „Мордовия Арена“) — საფეხბურთო სტადიონი რუსეთში. მდებარეობს მორდვის რესპუბლიკის ქალაქ სარანსკში. სტადიონი უმასპინძლებს 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის 4 მატჩს. ის ასევე უმასპინძლებს საფეხბურთო კლუბ მორდოვია სარანსკის მატჩებს და ჩაანაცვლებს სტარტის სტადიონს. სტადიონი გათვლილია 44 442 მაყურებელზე[2].
სტადიონის მახასიათებლები
მორდოვია არენა ახალ მიკრორაიონ „იუბილეინი“-ში მდებარეობს. 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობისას სტადიონზე 44 442 მაყურებელი დაეტევა, ხოლო მისი დასრულების შემდეგ კი ტრიბუნების ნაწილის დემონტაჟი განხორციელდება რაც ტევადობას 28 000-მდე შეამცირებს. არენის გარე იერსახე ღია მზისფერი ნახევრადგამჭვირვალე დაკიდული პერფორირებული პანელებით იქნება გაფორმებული[3]..
მშენებლობა
2010 წელს სტადიონის მშენებლობის დასაწყებად მდინარე ინსარის ჭალებში სამშენებლო მოედნის გაწმენდა დაიწყო. თავდაპირველად, სტადიონის მშენებლობის დასრულება 2012 წლისთვის, ხოლო გახსნის დამთხვევა კი მორდველი და რუსი ერების გაერთიანების 1000 წლისთავისა და 2012 წლის რუსეთის სპარტაკიადისთვის იგეგმებოდა. მოგვიანებით სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადამ 2017 წლამდე გადაიწია. მშენებლობას კომპანია „Спорт-Инжиниринг“ ასრულებდა, ხოლო მთლიანმა დანახარჯებმა 16,5 მილიარდი რუბლი შეადგინა[4].
2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი
სტადიონი 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ოთხ მატჩს უმასპინძლებს. სატესტო მატჩის გამართვა 2018 წლის 21 აპრილს იგეგმება.[5]
თარიღი | დრო | გუნდი №1 | შედეგი | გუნდი №2 | ეტაპი | დასწრება |
---|---|---|---|---|---|---|
16 ივნისი, 2018 | 19:00 | ესკიზის შექმნის შეცდომა: პერუ | – | დანიის დროშა დანია | ჯგუფი C | |
19 ივნისი, 2018 | 15:00 | ესკიზის შექმნის შეცდომა: კოლუმბია | – | ესკიზის შექმნის შეცდომა: იაპონია | ჯგუფი H | |
25 ივნისი, 2018 | 21:00 | ![]() |
– | პორტუგალიის დროშა პორტუგალია | ჯგუფი B | |
28 ივნისი, 2018 | 21:00 | პანამის დროშა პანამა | – | ტუნისის დროშა ტუნისი | ჯგუფი G |
ინტერნეტ-რესურსები
სქოლიო
- ↑ Новости — Министерство спорта Российской Федерации. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-17. ციტირების თარიღი: 2018-03-15.
- ↑ Russia 2018 FIFA World Cup Artists Impressions
- ↑ "Мордовия Арена" будет яркого солнечного цвета. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-05-24. ციტირების თარიღი: 2018-03-15.
- ↑ Стоимость строительства стадиона в Саранске составит 16,5 млрд рублей. Sports.ru (19 декабря 2014).
- ↑ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted