მოროზოვსკის მემორიალური კომპლექსი
იერსახე
მოროზოვსკის მემორიალური კომპლექსი რუს. Мемориальный комплекс | |
---|---|
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted | |
კოორდინატები | Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted |
მდებარეობა | რუსეთი, მოროზოვსკი |
გახსნის თარიღი | 2010 |
![]() | |
---|---|
ფაილი:Image-silk.png | მოროზოვსკის მემორიალური კომპლექსი |
მოროზოვსკის მემორიალური კომპლექსი (რუს. Мемориальный комплекс) — მემორიალური კომპლექსი როსტოვის ოლქის ქალაქ მოროზოვსკში, რუსეთის ფედერაცია. ეძღვნება მოროზოვსკის რაიონის ისტორიის სხვადასხვა პერიოდს.
კომპლექსის მისამართი: 347210, როსტოვის ოლქი, ქალაქი მოროზოვსკი, ლენინის ქუჩა № 155.
ისტორია
როსტოვოს ოლქის ქალაქ მოროზოვსკში მდებარე მემორიალური კომპლექსი მოიცავს რამდენიმე ძეგლს, რომელიც ეძღვნება მოროზოვსკის რაიონის ისტორიის სხვადასხვა ეტაპს. კომპლექსში შედის:
- ჯარისკაცის ორი სკულპტურული ქანდაკება. ძეგლი ააგეს ქალაქ მოროზოვსკის მოსახლეობის სახსრებით 1955 წელს დიდი სამამულო ომის პერიოდში დაღუპული მეომრების საფლავზე. აქ დაკრძალულია საბჭოთა წითელი არმიის 1 832 ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი. დაღუპულთა სახელები უცნობია.
- ძეგლი-ობელისკი, რომელიც დგას სამოქალაქო ომისა და 1918-1920 წლებში ქალაქ მოროზოვსკის გათავისუფლებისათვის დაღუპული ჯარისკაცების საფლავზე. აქ დაკრძალულია საბჭოთა წითელი არმიის 13 ჯარისკაცი, სერჟანტი და ოფიცერი.
- საბჭოთა კავშირი გმირების ძეგლი - არის ჯარისკაცის ძეგლი, რომელიც დგას გმირების ძეგლთან, ერთ ხელში უჭირავს ქუდი, მეორეში გვირგვინი. ჯარისკაცის მკერდზე საბჭოთა კავშირის გმირის ვარსკვლავი და ორდენია. ძეგლი დგას დაბალ კვარცხლბეკზე.
- ზურგში მომუშავე ადამიანების მემორიალური ნიშანი, რომელსაც ბარელიეფის ფორმა აქვს.
- ძეგლი „სამხედრო ძმობა“ - რუსეთის ადგილობრივი კონფლიქტების სამახსოვრო ნიშანი. რუსეთის გმირი ერთ-ერთი არის ალექსანდრე კირიანოვი, რომელიც იბრძოდა 559-ე ბომბდამშენ საავიაციო პოლკში. დაიღუპა 1994 წლის 31 დეკემბერს ქალაქ გროზნოში.
- სკულპტურული კომპოზიცია, რომელიც მდებარეობს ძმათა სასაფლაოზე. ქანდაკების წინ დგას მემორიალური დაფა რომელზე აწერია დაღუპულ მეომართა სახელები.
მემორიალური კომლექსი შეიქმნა გერმანელ ფაშისტ დამპყრობლებზე გამარჯვების 65-ე წლისთავზე. კომპლექსის ახლოს მდებარეობს მოროზოვსკის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
რესურსები ინტერნეტში
- Памятники города Морозовска Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Военный мемориал ВОВ Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
- Памятник Героям СССР – город Морозовск, Ростовская область