Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მსოფლიოს მოსახლეობა2022 წლის მონაცემებით 8 მილიარდ ადამიანს შეადგენს.
მოსახლეობის ზრდის ტემპის დაჩქარებაში დიდი როლი ითამაშა, ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა სოფლის მეურნეობის მექანიზაცია და მსოფლიოში მოსავლიანობის გაზრდა, ცხოვრების პირობებისა და სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება, რისი წყალობითაც გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ამასთან, შობადობის დონე მსოფლიოს ბევრ ნაწილში კვლავინდებურად მაღალია. დემოგრაფთა შეფასებით, თუ მოსახლეობის ზრდა ამ ტემპით გაგრძელდა, 2200 წლისთვის, შესაძლოა, 20 მილიარდ კაცს მიაღწიოს. ამჟამად მოსახლეობის ზრდა იმ ქვეყნების ხარჯზე ხდება, რომელთა მრეწველობა და ტექნოლოგიები სათანადოდ არ არის განვითარებული.