მსხლისებური გუდაფშუკა
იერსახე
მსხლისებური გუდაფშუკა (ლათ. Lycoperdon pyriforme) — საჭმელი სოკო გუდაფშუკოვანთა ჯგუფისა. ნაყოფსხეული ჟანგისფერი ან ღია ყავისფერია, მისი სიმაღლე 2-5 სმ, დიამეტრი 1,5-3 სმ აღწევს, ფორმით მსხლისებრი ან კვერცხისებრია, ძირისკენ გაწვრილებული. იზრდება დამპალ ხეებზე და მათ ახლოს ჯგუფურად ზაფხულში და შემოდგომით. საჭმელად ვარგა მხოლოდ ნორჩი.
ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თარგი:ადგილის მითითება ბიბლიობმულებში, 1984. — გვ. 183.