შინაარსზე გადასვლა

მუხრან მაჭავარიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დაბადების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების თარიღი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
გარდაცვალების ადგილი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
დასაფლავებულია Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფსევდონიმი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საქმიანობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ენა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ეროვნება Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მოქალაქეობა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ალმა-მატერი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პერიოდი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჟანრი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Magnum opus Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ჯილდოები Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
მეუღლე Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
პარტნიორ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
შვილ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ნათესავ(ებ)ი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
Script error: No such module "collapsible list".
ხელმოწერა Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
საიტი Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted
ფაილი:Commons-logo.svg [[:commons:Category:Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted|Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted]] ვიკისაწყობში

მუხრან ივანეს ძე მაჭავარიანი (დ. 12 აპრილი, 1929, არგვეთი (ახლანდელი საჩხერის მუნიციპალიტეტი), საქართველოს სსრ, სსრკ — გ. 17 მაისი, 2010, თბილისი) — ქართველი პოეტი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი (1987).

ბიოგრაფია

ცხოვრება

მუხრან მაჭავარიანი დაიბადა 1929 წლის 12 აპრილს, სოფელ არგვეთში.

1954 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1963-1964 წლებში იყო ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორი. 1967-1982 წლებში ჟურნალ „დილის“ მთავარი რედაქტორი. 1982 წლიდან ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი.

პირველი ლექსები 1952 წელს გამოაქვეყნა უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის ყოველწლიურ ალმანახ „პირველ სხივში“, პირველი წიგნი „ლექსები“ — 1955 წელს. 1958 წელს გამოვიდა პოეტის 2 კრებული — „წითელი მზე და მწვანე ბალახი“ და „სიჩუმე უშენოდ“, რომელიც რუსულად თარგმნა ევგენი ევტუშენკომ. ამ კრებულისათვის 1959 წელს მაჭავარიანს ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება მიენიჭა.

მუშაობდა ჟურნალ „ცისკრის“ პოეზიის განყოფილების გამგედ 1957–1963 წლებში, ჟურნალ „პიონერის“ მთავარი რედაქტორად 1963–1964 წლებში, ჟურნალ „დილის“ მთავარ რედაქტორად 1967–1982 წლებში, ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორად 1982–1988 წლებში. იყო საქართველოს სსრ მწერალთა კავშირის თავმჯდომარე 1988–1992 წლებში. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“, ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1999-2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს აღორძინება“,

მუხრან მაჭავარიანის ლექსები თარგმნილია რუსულ, ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, ბულგარულ, ჩეხურ და სხვა ენებზე.

გარდაცვალება

მუხრან მაჭავარიანი 2010 წლის 17 მაისს, თბილისში, რუსთაველის თეატრში პოეტ ფრიდონ ხალვაშის ოთხმოცდამეხუთე წლისთავისადმი მიძღვნილ საღამოზე სიტყვით გამოდიოდა, როდესაც სცენაზე შეუძლოდ გახდა, წაიქცა და გულის შეტევით თეატრის დიდ სცენაზე გარდაიცვალა. ექიმების დიდი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.[1]

პოეტი მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს. მისი საფლავი ნოდარ დუმბაძისა და იაკობ ნიკოლაძის საფლავების გვერდით მდებარეობს.

ოჯახი

  • მშობლები: თამარ იაკობაშვილი, ივანე (იოანე) მაჭავარიანი.
  • და: თინათინ მაჭავარიანი
  • მეუღლე: ლამარა ბოკერია (1928).
  • შვილები: ნანა (1956), ივანე (1965).

შემოქმედება

წიგნები

  • „ლექსები“, 1955 წ.
  • „წითელი მზე და მწვანე ბალახი“, 1958 წ.
  • „სიჩუმე უშენოდ“, 1958 წ.
  • „გზადაგზა“, 1965 წ.
  • „იარონ“, 1970 წ.
  • „თქვი“, 1971 წ.
  • „ვინც იყო, იგი რომ არა...“, 1973 წ.
  • „დუმილი რეკავს“, 1974 წ.
  • „ლექსები“, 1976 წ.
  • „ერთტომეული“, 1979 წ.
  • „გიკვირს?! – ნუ გიკვირს!“, 1995
  • „სერია: 100 ლექსი“, გამომცემლობა „ინტელექტი“, თბ. – ISBN 99940-39-11-3

თარგმანები

ჯილდოები და პრემიები

  • ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VII მსოფლიო ფესტივალის ლაურეატის წოდება ევგენი ევტუშენკოს მიერ თარგმნილი მისი პოეტური კრებულისათვის „სიჩუმე უშენოდ“, 1958
  • საპატიო ნიშნის ორდენი, 1966
  • წითელი დროშის ორდენი, 1979
  • კირილესა და მეთოდეს ორდენი, 1989
  • რუსთაველის პრემია 1987

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

თარგი:პარლამენტარის ბიოგრაფია

სქოლიო

Lua error: Cannot create process: proc_open(/dev/null): Failed to open stream: Operation not permitted

თარგი:საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრები თარგი:საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრები